მედიცინაჯანმრთელობა

დღისით ჩათვლემა შესაძლოა გულის შეტევისა და ინსულტის რისკებს ამცირებდეს

ახალი კვლევის ფარგლებში აღმოჩენილია პოტენციური კავშირი კვირაში ერთი-ორჯერ დღის განმავლობაში ჩათვლემასა და გულის შეტევისა და ინსულტის რისკების შემცირებას შორის. უფრო მეტჯერ ჩათვლემის შემთხვევაში ასეთი სარგებელი ქრება.

შვეიცარიაში 3462 მოხალისეს მკვლევრები ხუთი წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ. მონაწილეები დღის განმავლობაში ჩათვლემის შემთხვევებს ინიშნავდნენ. ამის შემდეგ ეს მონაცემები მეცნიერებმა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევებს შეადარეს.

შედეგებმა აჩვენა, რომ კვირაში ერთხელ ან ორჯერ შემთხვევით ჩათვლემა დაკავშირებული იყო გულის შეტევის, გულის უკმარისობის ან ინსულტის დაბალ რისკთან იმათთან შედარებით, ვინც დღისით საერთოდ არ თვლემს, თუმცა ასეთი კავშირი საერთოდ გაქრა უფრო ხშირად ჩათვლემის შემთხვევაში; სასარგებლო კავშირი არ გამოვლინდა 65 წელს გადაცილებულ ადამიანებშიც.

ჟურნალ Heart-ში გამოქვეყნებული კვლევის სარედაქციო ნაწილში ფსიქიატრიის ორი მკვლევარი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, წერს, რომ დღისით ჩათვლემასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებს შორის კავშირის ზუსტი ფიზიოლოგიური მეტაბოლური გზა გაურკვეველია. ეს კი კიდევ უფრო ამძაფრებს ბოლო პერიოდში მიმდინარე დებატებს ჯანმრთელობაზე ჩათვლემის გავლენის შესახებ. როგორც ჩანს, ამ მხრივ მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ ჩათვლემის ხანგრძლივობას, არამედ სიხშირესაც.

სანამ თქვენს დღის წესრიგში დღისით ჩათვლემას შეიტანთ, გეტყვით, რომ ეს კვლევა ჯერ მხოლოდ დაკვირვებითი ხასიათის იყო და არ ამტკიცებს მიზეზებსა და ეფექტებს.

გააგრძელე კითხვა აქ: 1tv.ge/news/dghisit-chatvlema

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close