საზოგადოება

კორონავირუსი მეოთხე ადგილზეა 2020 წელს საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების მიზეზებს შორის – რომელი დაავადება „ლიდერობს“

„საქსტატის“ მონაცემებით, დაავადებების შედეგად 2020 წელს საქართველოში 50,5 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ტრავმებისა და უბედური შემთხვევების მსხვერპლი ყველაზე ხშირად ხდებიან 5-39 წლის ადამიანები, ხოლო 40 წელს გადაცილებული ადამიანების გარდაცვალების ყველაზე ხშირ მიზეზებს შორისაა სიმსივნე და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზია სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევები, მათ 22,1 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა (შემთხვევების 43,8%).

მეორე ადგილზეა სხვადასხვა სახის სიმსივნეები. კიბომ 8 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (პაციენტების 16%).

მესამე ადგილზეა სასუნთქი გზების დაავადებები. ჯანმრთელობის ამ სახის დარევებს 4 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსი, რომლის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეოთხე ადგილზეა – მან 2,6 ათასამდე ადამიანი შეიწირა (გარდაცვალების შემთხვევების 5,1%).

მეხუთე ადგილს იკავებს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი – 2,2 ათასი გარდაცვლილი ადამიანი.

შემდეგ გარდაცვალების მიზეზებს შორისაა საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიები – ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული დაავადებები; ინფექციები.

გარდა ამისა, 2020 წელს დაფიქსირდა გარდაცვალების დაახლოებით 6,5 ათასი შემთხვევა, რომლის მიზეზად დასახელდა კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლენილი სიმპტომები, ნიშნები და გადახრები ნორმიდან, რომლებიც შეტანილი არ არის სხვა კატეგორიებში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close