მსოფლიო

კასპიის ზღვაში აფეთქება მოხდა (ვიდეო)

აფეთქდება იმდენად მასშტაბური იყო, რომ ბაქოდანაც ჩანდა

კასპიის ზღვაში აფეთქება მოხდა. მომხდარის ამსახველი ფოტოები და ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

როგორც მოგვიანებით აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, კასპიის ზღვაში მომხდარ აფეთქებას აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სექტორთან, ასევე „უმიდის“ პლატფორმასთან კავშირი არ აქვს.

აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, აფეთქება სეისმური პროცესის შედეგად მოხდა და გეოლოგიური წარმოშობის იყო

მომხდარ ფაქტს ამჟამად ექსპერტები სწავლობენ. პარალელურად, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიაში (SOCAR) აცხადებენ, რომ კომპანიის ოფშორულ პლატფორმებზე და სამრეწველო ობიექტებზე ავარია არ მომხდარა.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი ტალახის ვულკანის გაღვიძება გახდა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close