ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 5-11 ივლისი

5 ივლისიდან 9 ივლისის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ეს პერიოდი დიდად ხელსაყრელი არ არის ხანგრძლივი მოგზაურობისთვის, მაგრამ ქალაქგარეთ მცირე ხნით გასვლა საკმაოდ აქტუალურია. უბრალოდ, მარტო არ გაემგზავროთ, მეგობრებთან ერთად კარგ დროს გაატარებთ.

10 ივლისს ახალმთვარეობაა. შეეცადეთ მაქსიმალურად ხშირად გაიღიმოთ ამ დღეს. აქციეთ ეს ნამდვილ რიტუალად! რაც მეტ ღიმილს „გააჩუქებთ“ ამ დღეს, მით უფრო მეტი დაგიბრუნდებათ უკან.

11 ივლისს მზარდი მთვარის პერიოდია. დროა ცოტა დაისვენოთ. მაშინაც კი, თუ გარშემო მყოფები არაფრის გამო გადანაშაულებენ, ამ დროს მხოლოდ საკუთარ თავს უსმინეთ. ამ პერიოდში შეიძლება ენერგია ამოგეწუროთ, ამიტომ საჭიროა მის დროულ შევსებაზე იზრუნოთ.

 

ვერძი

ამ კვირაში ახლობელი ადამიანისგან არცთუ სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. ემოციურ სტაბილურობას მხოლოდ 9 ივლისიდან მოიპოვებთ. სავსებით შესაძლებელია მოულოდნელი შემოსავლის მიღება, რომლის საშუალებითაც მნიშვნელოვანი შენაძენებით გაახარებთ საკუთარ თავს. მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანს.

სასიკეთო დღეები: 8, 10.

არასასიკეთო დღე: 6.

 

კურო

მოამზადეთ კალამი და ფურცელი:  უახლოეს მომავალში კარგი იდეები გაგიჩნდებათ. ძალიან დიდ დროს ხარჯავთ წვრილმანებზე, უმჯობესია მეტი ყურადღება მიაქციოთ მნიშვნელოვან საკითხებს ცხოვრებაში. ბავშვებს ახლა მხოლოდ სასიხარულო ამბები მოაქვთ, რაც არ შეიძლება ითქვას კოლეგების შესახებ. ნუ ისაუბრებთ გულახდილად საკუთარ პირად ცხოვრებაზე, რათა შემდეგ ვინმემ თქვენს ზურგს უკან არ იჭორაოს.

სასიკეთო დღეები: 8, 11.

არასასიკეთო დღე: 7

 

ტყუპი

ადვილი შესაძლებელია, რომ მეუღლესთან ურთიერთობაში უსიამოვნებები დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. პრობლემების თავიდან ასაცილებლად მინიმუმამდე შეამცირეთ კომუნიკაცია. სამსახურში შესაძლებელია ახალი საინტერესო პროექტები დაიწყოს, მხოლოდ უნდა შეეცადოთ, რომ მათი განხორციელება თქვენ მოგანდონ. ასე თქვენი სტატუსიც ამაღლდება და შემოსავალიც გაიზრდება. შეეცადეთ შაბათ-კვირას კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 9, 11.

არასასიკეთო დღე: 7.

 

კირჩხიბი

ეს პერიოდი კარგია მათთვის, ვინც სპორტით დაკავდება, განსაკუთრებით დამწყებთათვის. ხელსაყრელი პერიოდია ახალი საქმის დასაწყებადაც. ხანდაზმული ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ ქუჩაში. 9 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით სასიამოვნო საქმეებით დაკავდით, რათა თავად შეიქმნათ კარგი განწყობა. შაბათ-კვირას ბევრი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

სასიკეთო დღეები: 6, 8.

არასასიკეთო დღე: 10.

 

ლომი

ნებისმიერი ახალი წამოწყება წარმატებულია. თუ რაიმე დაუმთავრებელი საქმე გაქვთ, სასწრაფოდ იზრუნეთ მასზე და დაამთავრეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი მოუგვარებელი საქმე დაგიგროვდებათ. ამ კვირაში მოსალოდნელია ნათესავებთან ურთიერთობის გამწვავება. შეეცადეთ არაფერში გაერიოთ. ასევე შეეცადეთ, ნაკლები ფული დახარჯოთ წვრილმანებზე. სასიყვარულო ურთიერთობებში გაგიმართლებთ.

სასიკეთო დღეები: 6, 8.

არასასიკეთო დღე: 10.

 

ქალწული

შესანიშნავი პერიოდია ფინანსური საკითხების გადასაჭრელად. სავარაუდოა კარიერული წინსვლაც. ბიზნესთან დაკავშირებული მოლაპარაკებები და მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერა წარმატებული იქნება, სახლში კი შესაძლებელია საყოფაცხოვრებო პრობლემები. თქვენ თვითონ თუ ვერ უმკლავდებით მათ, ახლობელი დაგეხმარებათ. მარტოხელა ქალწულებს ვარსკვლავები საინტერესო შეხვედრას ჰპირდებიან. იღბალი აშკარად თქვენს მხარესაა.

სასიკეთო დღეები: 8, 10.

არასასიკეთო დღე: 11.

 

სასწორი

პრიორიტეტი მიანიჭეთ მიმდინარე მოვლენებს, რათა ყველაფერი კვირის ბოლომდე დაასრულოთ. შესაძლებელია კამათი ბიზნეს პარტნიორთან, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ სწორი გზა გაქვთ არჩეული. ეს დღეები საუკეთესო დროა, რომ პატიება სთხოვოთ ადამიანს, რომელიც დაუმსახურებლად გაანაწყენეთ. შაბათ-კვირა კარგად დაგეგმეთ და სასიამოვნო ატმოსფეროში და სასიამოვნო ადამიანებთან ერთად გაატარეთ. ასე რამდენიმე კვირის სამყოფი ენერგიით დაიმუხტებით.

სასიკეთო დღეები: 6, 7.

არასასიკეთო დღე: 11.

 

მორიელი

მორიელებს, რომელთაც ბოლო პერიოდში პრობლემებს თავი ვერ დააღწიეს, უნდა უხაროდეთ: რთული პერიოდი დასრულდება! თქვენი ნებისმიერი წამოწყება წარმატებული იქნება. პირად ფრონტზეც ყველაფერი კარგადაა. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებასა და გართობას, მეგობრებს ახლა რაც შეიძლება ხშირად შეხვდით. ამ კვირაში ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით.

სასიკეთო დღეები: 6, 8.

არასასიკეთო დღე: 10.

 

მშვილდოსანი

მოვლენა, რომლისაც ბოლო პერიოდში გეშინოდათ, მაინც მოხდება. რაც შეიძლება მშვიდად შეხვდით მას. სამსახურში ახლა ძალიან ბევრი საქმე გექნებათ და საშინაო საქმეების მოსაგვარებლად ენერგია აღარ გეყოფათ. სთხოვეთ ოჯახის წევრებს, დაგეხმარონ, ისინი უარს არ გეტყვიან. შესაძლებელია ახალი ნაცნობობა და რომანტიკული თავგადასავლები.

სასიკეთო დღეები: 9, 11.

არასასიკეთო დღე: 5.

 

თხის რქა

ამ კვირაში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და კარიერული წინსვლა გელოდებათ. ნუ იტყვით უარს საქმიან ვიზიტებზე, თუმცა ახლა დასვენებაც გჭირდებათ. დაიწყეთ შვებულების დაგეგმვა, თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ. ხელსაყრელი დროა რომანტიკული შეხვედრებისთვის. ესტუმრეთ სილამაზის სალონს და შეცვალეთ რამე თქვენს გარეგნობაში. ეს თქვენს განწყობასა და თვითშეფასებაზე კარგ გავლენას მოახდენს.

სასიკეთო დღეები: 7, 9.

არასასიკეთო დღე: 10.

 

მერწყული

ძალიან კარგი პერიოდია ფინანსური საკითხების გადასაჭრელად. ერთადერთი პრობლემა, რომელიც ამ პერიოდში შეიძლება გქონდეთ, საყოფაცხოვრებო ხასიათის იქნება. სხვა ყველაფერში ბედნიერი ადამიანი შეიძლება გიწოდონ. შეეცადეთ კარგი განწყობა შეუქმნათ სხვებსაც, მხარი დაუჭირეთ მათ, ვისაც პრობლემები აქვს. იყავით მზრუნველი და ყურადღებიანი საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ!

სასიკეთო დღეები: 7, 9.

არასასიკეთო დღე: 6.

 

თევზები

კვირის პირველი ნახევარი არახელსაყრელი პერიოდია. კვირის მეორე ნახევარში თამამად შეგიძლიათ დანიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და პაემანიც კი. ეს ყველაფერი სასიკეთო ცვლილებას გპირდებათ თქვენს ცხოვრებაში. შესანიშნავი შაბათ-კვირა გელოდებათ. დაისვენეთ, რომ მაქსიმალურად მოიკრიბოთ ძალ-ღონე. არასასურველია მიწაზე მუშაობა: სამუშაოები აგარაკზე ვინმე სხვას მიანდეთ. შეძლებისდაგვარად უთხარით კომპლიმენტები ირგვლივ მყოფებს.

სასიკეთო დღეები: 7, 9.

არასასიკეთო დღე: 6.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close