კრიმინალი

ვინ იყო 5 ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი, რომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულები მსოფლიოს დღემდე ზარავს

ტედ ბანდი – სერიული მკვლელების სიაში მეხუთე ადგილს იკავებს. ტედი მანიაკი იყო, რომელიც თავის თავს შესანიშნადავ ნიღბავდა. მისი გარემოცვისთვის ის ქარიზმატული და საკმაოდ მეგობრულიც კი იყო. მას ერთი მეთოდი ჰქონდა, იგი მოტყუებით იტაცებდა ქალებს, თავი მოჰქონდა ავტორიტეტულ ადამიანად, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მას მოთმინება არ ჰყოფნიდა და მსხვერპლის სახლში პირდაპირ იჭრებოდა, რის შემდეგაც მძინარე ადამიანებს კლავდა. სიკვდილამდე ქალებს აუპატიურებდა, შემდეგ კი თავს აჭრიდა და როგორც ამას თავად უწოდებდა, „სუვენირად“ ინახავდა. ტედ ბანდი 1979 წელს დაიჭირეს, 10 წლის შემდეგ კი ელექტროსკამზე დაასრულა სიცოცხლე.

დენის ნილსონი – სერიული მკვლელების სიაში მეოთხე ადგილს იკავებს. ერთი შეხედვით მარტოსული და უბრალო ადამიანი გახლდათ, მაგრამ ამ ნიღბის უკან ცივსისხლიანი მკვლელი იმალებოდა. მან 15 ახალგაზრდა მამაკაცი სხვადასხვა დროს შეიტყუა თავის ბინაში 1978-83 წლების შუალედში. დენისი მათ კლავდა და შემდგომ მიცვალებულებთან ერთად ეძინა, რის შემდეგაც „ნარჩენებს“ წვავდა, ან კანალიზაციაში რეცხავდა.

იგი ამბობდა, რომ ასე მარტოსულობის შეგრძნებას ივსებდა. ის მას შემდეგ დააკავეს, რაც საკანალიზაციო მილში ადამიანის დანაწევრებული სხეულის ნარჩენები აღმოაჩინეს. ნილსონს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

ჯონ ვეინ გეისი – სერიული მკვლელების სიაში მესამე ადგილს იკავებს. იგი ცნობილია, როგორც „მკვლელი კლოუნი“. თავიდან დაკავებული იქნა ორ თინეიჯერ ბიჭზე სექსუალური ძალადობის გამო, მაგრამ მალევე პოლიციამ აღმოაჩინა, რომ კლოუნად მომუშავე ჯონ გეისს 33 ახალგაზრდა ბიჭი ჰყავდა მოკლული. გვამებს თავისივე სახლის ეზოში, მდინარესთან ახლოს მარხავდა. მან დანაშაული დაკავებიდან მალევე აღიარა.

რიჩარდ რამირეზი – სერიული მკვლელების სიაში მეორე ადგილს იკავებს. მას ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა, რისი კვალიც შემდგომ მის ცხოვრებაზეც აისახა. იგი ცივსისხლიანად კლავდა ყველა სქესისა და ასაკის ადამიანს. საერთო ჯამში, მან 19 ადამიანი გააუპატიურა და მოკლა, ეს ყველაფერი კი 1984-85 წლებში მოახერხა. მისი ხელწერა იმდენად სასტიკი იყო, რომ მკვლელს მეტსახელით – „ღამის სტალკერით“ მოიხსენიებდნენ. საბოლოოდ 1985 წლის ზაფხულის მიწურულს დააკავეს. რიჩარდ რამირეზის სასამართლო 1988 წლის 22 ივლისს დაიწყო. იგი პროცესზე ხელაწეული შევიდა, ხელზე პენტაგრამა ჰქონდა გამოსახული და დრამატული ფონის შესაქმნელად შემდეგ სიტყვებს ამბობდა – „დიდება სატანას“. მანიაკი სიკვდილით უნდა დაესაჯათ, მაგრამ 2013 წელს გარდაიცვალა.

გარი რიჯვეი – სერიული მკვლელების სიაში პირველ ადგილს იკავებს. ეს კაცი ცნობილი იყო, როგორც „მწვანე მდინარის მკვლელი“. მან 10 წლის განმავლობაში 71 ქალი მოკლა. მისი მსხვერპლები ძირითადად პროსტიტუციაში ჩართული ქალები იყვნენ. გვამებს კი იგი მდინარეში ყრიდა, სწორედ აქედან მოდის მისი მეტსახელიც. 2003 წელს მას 48 სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

წყარო: rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close