საზოგადოება

ჯეიმს აპატურაი: არა მარტო მიყვარს ხაჭაპური და ჭაჭა, არამედ მე თვითონ ვაკეთებ ხაჭაპურს… ნელ-ნელა ცოტა ქართველიც ვხდები

ის, რაც მე საქართველოდან სამუდამოდ გამყვება, არის ქართველების წარმოუდგენელი სტუმართმოყვარეობა, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. 

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა თავისი საყვარელი ქართული კერძების შესახებაც ისაუბრა.

„ქართველები მთელ გულს გიხსნიან, გეპატიჟებიან სახლში და როდესაც ქართველთან ერთად ხარ, ვერაფრის საფასურს გადაიხდი. არ არსებობს რამეზე დაპატიჟო და ამით პატივისცემა გამოხატო. სულ ვამბობ, რომ საქართველოს ეკონომიკა გაცილებით ძლიერი იქნებოდა, სტუმარს რომ თუნდაც ელემენტარულის გადახდის საშუალებას აძლევდეთ, მაგრამ ქართველთან ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელია. ძალიან მჭიდრო პირადი ურთიერთობები მაქვს საქართველოსთან და ეს ძალიან ძვირფასია ჩემთვის. მეორე, რასაც ძალიან ვაფასებ, ქართველების მიზანდასახულობაა, რომ სურთ ამ საზოგადოების წევრები იყვნენ და არასდროს ნებდებიან. ეს ძალიან შთამბეჭდავია. ვახსენოთ ქართველები და არ ვახსენოთ სამზარეულო და განსაკუთრებით ჭაჭა დანაშაული იქნება. არა მარტო მიყვარს ხაჭაპური და ჭაჭა, არამედ მე თვითონ ვაკეთებ ხაჭაპურს. დავიწყე სახლში მეგრული კერძების მომზადება, ძალიან მიყვარს ცხარე. მეგრელებზე ცხარეს ვაკეთებ. სახლში ქართულ კერძები გვაქვს, მივირთმევ ქართულ ღვინოს, ჭაჭას და ნელ-ნელა ცოტა ქართველიც ვხდები“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მისი თქმით, მიმდინარეობს ნატოს გენმდივნის ახალი სპეცწარმომადგენლის შერჩევის პროცესი. „ჯერ არავინ იცის, ვინ შემცვლის, რადგან ბოლოს ნატოს გენერალურმა მდივანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება . ვფიქრობ, ადრეული შემოდგომისთვის გვეცოდინება ყველაფერი და ახალი სპეციალური წარმომადგენელი ეწვევა საქართველოს.

„მე არ მოგანატრებთ თავს, რადგან ვიქნები აქ და ვაპირებ საქართველოშიც ბევრჯერ ჩავიდე. როგორც წესი, 24 საათით ჩავდიოდი საქართველოში, ახლა მეტი დრო მექნება და ძალიან მიხარია, მოვასწრებ საყვარელი ადგილების დათვალიერებას“, – აღნიშნა აპატურაიმ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close