საზოგადოება

ფეხბურთელ რეზი არველაძისა და დიზაინერ თეონა თავართქილაძის ვაჟი ვატო არველაძე ქორწინდება

ხელის თხოვნა ძალიან კრეატიული და რომანტიკული გამოდგა. ყველაფერი მზიურში მოხდა. ვატომ რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ საცოლეს, მაკუნა ზედაშიძეს ხელი საჯაროდ, მეგობრებისა და დედის თანდასწრებით სთხოვა.

მოგვიანებით თეონამ შვილისა და მომავალი რძლის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „ოჯახის ახალი წევრი“.

 

View this post on Instagram

 

A post shared by 24 (@vatoarveladze24)

ვატო არველაძე ამჟამად 23 წლისაა. ვატოს, რომელიც პოლონური „კორონადან“ დაბრუნების შემდეგ თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა, თურქეთში თამაშის გარკვეული გამოცდილებაც აქვს – ერთი პერიოდი ის შოთა არველაძის გაწვრთნილ „ქასიმფაშას“ ასაკობრივ გუნდშიც გამოდიოდა, და ამჟამადაც კარიერას თურქეთში აგრძელებს.

გასული წლის აგვისტოში ფეხბურთელმა მეზობელი ქვეყნის ერთ-ერთ ისტორიულ კლუბ „ფათიჰ კარაგიუმრიუკისთან“ გააფორმა ორწლიანი ხელშეკრულება. ცოტა ხნის წინ ფეხბურთელმა მხარი ამოიგდო და ამჟამად ტრავმის მოშუშებითაა დაკავებული. ვატო არველაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე ერთი გოლია.

 

View this post on Instagram

 

A post shared by 24 (@vatoarveladze24)

თეონამ და რეზიმ, რომელიც წარსულში წარმატებული ფეხბურთელია, ოჯახი 90-იან წლებში შექმნეს და ორი ბიჭი გაზარდეს. თეონას თავისი საქმიანობა არასოდეს შეუწყვეტია. მოახერხა და ოჯახი და სამსახური ერთმანეთს შესანიშნავად შეუთავსა.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close