newsსაბერძნეთი
„მარწყვის სავსე მთვარემ“ ათენის აკროპოლისი გაალამაზა (ფოტოები)
ზაფხულის პირველი სავსე მთვარის ფაზამ ათენის აკროპოლისის სიდიადე კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. ბერძნულ მედიაში გავრცელებულ ფოტოსურათებზე პართენონის ტაძარი უზარმაზარი მთვარის დისკოს ფონზე ჩანს. ეს თვალწარმტაცი სურათი 24 ივნისს, საღამოს საათებში დაფიქსირდა.
„სავსე მთვარე“ არის მთვარის ფაზა, როდესაც სხვაობა მზისა და მთვარის ეკლიპტიკურ გრძედებს შორის 180 გრადუსს უდრის. ეს ნიშნავს, რომ მზე, დედამიწა და მთვარე ერთ ხაზზე მდებარეობენ.
ინდიელები ივნისის სავსე მთვარეს „მარწყვის სავსე მთვარეს“ უწოდებენ, რადგან მისი გამოჩენა მარწყვის მოკრეფის სეზონს ემთხვევა. ამ დროს მთვარე ჩვეულებრივთან შედარებით 30 პროცენტით უფრო კაშკაშა და 14 პროცენტით უფრო დიდია.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები