fbpx
მედიცინაnews

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 12-იდან 15 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა დაუშვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინის 12-იდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება დაუშვა.

ორგანიზაციის ექსპერტთა სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფის (SAGE) დასკვნით, „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინის გამოყენება 12-იდან 15 წლამდე მაღალი რისკის ჯგუფის და სხვა პრიორიტეტული კატეგორიის ბავშვებში შესაძლებელია.

გარდა ამისა, ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად დაშვებისა, საჭიროა კიდევ დამატებითი კვლევების წარმოება კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის ბავშვებში გამოყენებასთან დაკავშირებით.

ასევე, ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, ბავშვებსა და მოზარდებში დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ამიტომ მათი ვაქცინაცია არ არის ისეთი სასწრაფო, როგორც ხანდაზმულებისა, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალისა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close