მსოფლიო

ესპანეთში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება 26 ივნისიდან გაუქმდება

26 ივნისიდან ესპანეთში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ბარსელონაში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. ინფორმაციას El Mundo ავრცელებს.

„ეს იქნება უკანასკნელი შაბათ-კვირა ღია სივრცეში პირბადით“, – აღნიშნა მან.

პრემიერის თქმით, ამ ინიციატივის დასამტკიცებლად მინისტრთა კაბინეტი რიგგარეშე შეიკრიბება 24 ივნისს.

პირველად ესპანეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა 2020 წლის მაისში, ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ – უკვე ღია სივრცეშიც ექვს წელს გადაცილებული პირებისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოქალაქეები გარეთ, ჰაერზე ვარჯიშით არიან დაკავებულები.

ესპანეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი უკვე აიცრა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით და ქვეყანაში ინფექციის გავრცელება იკლებს. ბოლო ორი კვირის შეფასებით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 100 ათასს ადამიანზე 96,6 შემთხვევას შეადგენს.

ესპანეთში იგეგმება, რომ ზაფხულის ბოლოსთვის მოსახლეობის 70% იყოს აცრილი.

ამ დროისთვის ქვეყანაში დარეგისტრირებულია კორონავირუსით ინფიცირების 3,74 მლნ შემთხვევა, ვირუსმა 80 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close