კინო/ფილმებიქართველები უცხოეთშიnews

ლევან კოღუაშვილის ფილმმა ნიუ-იორკში, „ტრაიბეკას“ კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა

ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“(“BRIGHTON 4TH”) ნიუ-იორკში, „ტრაიბეკას“ საერთაშორისი კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თავად კინორეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ფილმმა მიიღო ჯილდო საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში (ლევან თედიაშვილი) და საუკეთესო სცენარისთვის.

„მეოთხე ბრაიტონი“ ემიგრაციაში წასული ქართველი მოჭიდავის ისტორიას გვიყვება. ფილმში მთავარ როლს ცნობილი ქართველი მოჭიდავე, ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს.

კინოსურათი ოთხი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგია. „მეოთხე ბრაიტონის“ თანაპროდიუსერი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close