fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალია: 11-თვიანი კომიდან გამოვიდა ქალი, რომელსაც მშობიარობის შემდეგ ტვინი დაუზიანდა

იტალიელი კრისტინა როსი  არეცოდან 11-თვიანი კომიდან გამოვიდა. ამის შესახებ მედია წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 37 წლის ქალს ორსულობის 30-ე კვირაზე გული ხანგრძლივად გაუჩერდა, რამაც სერიოზული გართულებები გამოიწვია როგორც მისთვის, ისე ნაყოფისთვის. საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ როსის საკეისრო კვეთა ჩაუტარეს, რის შედეგადაც მისი ქალიშვილი კატერინა დაიბადა, როსი კი ტვინის დაზიანების გამო ექიმებმა სამედიცინო კომაში შეიყვანეს. ახალშობილსაც ჯანმრთელობის სეიოზული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ახლა კარგადაა.

ახლა ოჯახი ავტრიაშია – კრისტინა სამკურნალოდ ავსტრიაში, ინსბრუკში სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს. მისმა 42 წლის მეუღლემ, გაბრიელემ, რამდენიმეკვირიანი წვალების შემდეგ, ადამიანთა წარმოუდგენელი სოლიდარობის წყალობით, ინსბრუკში სპეციალიზებულ კლინიკაში კრისტინას მკურნალობისთვის საჭირო თანხა შეაგროვა.

კომაში მყოფმა ქალმა რამდენიმე დღის წინ თვალები გაახილა და სამჯერ ჩურჩულით წარმოთქვა პირველი სიტყვა – „დედა“. ამით დაიწყო მისი სიცოცხლისკენ მობრუნება.  „ამას არ ველოდით, ამდენი ტანჯვის შემდეგ ნამდვილ სიხარულს განვიცდი“, – უთხრა ჟურნალისტებს როსის ქმარმა. იგი  მადლობას უხდის ადამიანებს გვერდში დგომისთვის.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close