მედიცინა

ანადგურებს საშიშ სუპერბაქტერიებს: მეცნიერებმა იაფი საშუალება დაასახელეს

თევზის ქონში შემავალი ცხიმმჟავები არის მარტივი და უსაფრთხო კვებითი დანამატი, რომელიც ეფექტიანად ზრდის ანტიბიოტიკების მოქმედებას ყველაზე ძლიერი ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალ mBio-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

ბოლო პერიოდში სუპერბაქტერიები სერიოზულ პრობლემად იქცა მედიცინაში. ამ კლასს განეკუთვნება მიკროორგანიზმები, რომლებმაც ანტიბიოტიკებისადმი მედეგობა გამოიმუშავეს. ბიოლოგები მთელ მსოფლიოში აფიქსირებენ ანტიბიოტიკებისადმი გამძლეობის უპრეცედენტო დონის მქონე ახალი მიკრობების გაჩენას. ამის ერთ-ერთი მაგალითია სუპერბაქტერია Acinetobacter baumannii, რომელიც მენინგიტს, პნევმონიას, ჭრილობების, სისხლის ნაკადისა და უროლოგიურ ინფექციებს იწვევს.

ჩვეულებრივი თევზის ქონის უნარი, გაანადგუროს სუპერბაქტერიების დაცვა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბარტ ეიკელკამპის ხელმძღვანელობით.

„ექსპერიმენტების დროს აღმოვაჩინეთ, რომ თევზის ქონში შემავალი ცხიმმჟავები ბაქტერიებს უფრო მგრძნობიარეს ხდის სხვადასხვა გავრცელებული ანტიბიოტიკების მიმართ“, − ამბობს პროფესორი ეიკელკამპი.

მისი თქმით, ცხიმმჟავები, რომლებსაც ბაქტერიები საკვებად იყენებენ, ბაქტერიების მემბრანაში „შენდება“ და მას ანტიბიოტიკებისთვის გამტარს ხდის.

  • „ამ ნაპრალის აღმოჩენა მავნე ბაქტერიების ჯავშანში − მნიშვნელოვანი ნაბიჯია სუპერბაქტერიებთან ბრძოლაში“, − აცხადებს კვლევის თანაავტორი, დოცენტი მეგან ო’მარა.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მათი აღმოჩენა ხელს შეუწყობს ახალი მიდგომის შემუშავებას საშიში ინფექციების წინააღმდეგ, რაც ანტიბიოტიკებში ომეგა-3-ის დამატებით კომპლექსურ მკურნალობაში გამოიხატება.

 sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close