ეკონომიკაიტალიასაზოგადოება

ვენეციელები საკრუიზო მიმოსვლის აღდგენას აპროტესტებენ (ვიდეო)

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ვენეციიდან გამავალი პირველი საკრუიზო გემი ადგილობრივებმა პროტესტით გააცილეს, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ვენეციელები პროტესტს გარემოს დაცვის მოტივით ხსნიან და აცხადებენ, რომ საზღვაო ტრანსპორტის მიმოსვლა მათ საცხოვრებელ გარემოსა და წყალს აბინძურებს.

მარტში ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალაქში დიდი გემების, მათ შორის – საკრუიზო ტრანსპორტისა და საზღვაო კონტეინერების გადაადგილებას აკრძალავდნენ. აკრძალვა მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ახალი ტერმინალები აშენდება და მომავალი მარშრუტების დაგეგმვა ქალაქის ცენტრიდან მოშორებით იქნება შესაძლებელი.

მოსახლეობის ნაწილი საკრუიზო მიმოსვლის აღდგენას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ტურისტული აქტივობა სამუშაო ადგილებს გააჩენს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close