ჯანმრთელობარჩევები

რკინის ნაკლებობა ასუქებს

რკინა – მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ის ჩვენი უჯრედების ძირითადი შემადგენელია. თუ რკინა ასეთი მნიშვნელოვანია, მაშ, რატომ იწვევს გასუქებას?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 25% რკინის ნაკლებობას განიცდის.

საქმე ისაა, რომ რკინის ნაკლებობა დაღლილობას იწვევს და ადამიანი ფიზიკურ აქტივობას ამცირებს, რადგან ყველაფერი ქანცს აცლის; იგი თანდათან სულ უფრო და უფრო ნაკლებს მოძრაობს და ცდილობს, მეტი ჭამოს დაღლილობის კომპენსირებისთვის, რაც ჭარბი კილოგრამების „აკრეფას“ იწვევს. აი, მიზეზი, თუ რატომ სუქდებიან ადამიანები რკინის ნაკლებობის დროს.

ქრონიკული დაღლილობა რკინის ნაკლებობის დროს უკავშირდება იმას, რომ რკინა ნივთიერებათა ცვლის ცენტრალური ელემენტია – სწორედ მას მიაქვს უჯრედებში ჟანგბადი. რკინის ნაკლებობის შემთხვევაში უჯრედები ჟანგბადით სათანადოდ ვეღარ მარაგდებიან, შესაბამისად, ენერგიაც აკლდებათ. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ქალები, რომლებიც ცოტა ხორცს ჭამენ და ხანგრძლივი და უხვი მენსტრუაცია აქვთ. თუ ძალიან მალე იღლებით, ფერს კარგავთ, სუსტად გრძნობთ თავს, მიირთვით სისხლიანი ძეხვი ან წითელი ხორცი.

რაც შეეხება მცენარეულ საკვებს, ლიდერები რკინის შემცველობის მხრივ წყალმცენარეები არიან (განსაკუთრებით ჰიზიკი/ჰიჯიკი, სპირულინა და ნორი), მათ მოსდევს თესლეული (მზესუმზირა, გოგრის და კედრის თესლი) და ზოგიერთი ფოთლოვანი  ბოსტნეული (ოხრახუში, კრესსალათა. ისპანახი) და, აგრეთვე, ცერეცო, მჟაუნა, პიტნა, ჭინჭარი.

ერიდეთ ჭამის დროს ჩაის დალევას: ჩაიში არსებული ტანინები ორგანიზმს ხელს უშლის საკვებიდან რკინის შეთვისებაში. ჩაი კვებათა შორის პერიოდში დალიეთ, ჭამიდან 2 საათის შემდეგ. C ვიტამინი კი – პირიქით, ორგანიზმს რკინის შეთვისებაში ეხმარება.

კირა კარიაული

წყარო: topsante.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close