ქართველები უცხოეთშისპორტი

რა პირობები ექნება ახალი კონტრაქტით ქეცბაიას? – მან კლუბის ბიუჯეტის 3.7 მილიონით გაზრდას მიაღწია

კვიპროსული გამოცემა Balla.com.cy-ს ცნობით, თემურ ქეცბაიამ (რომელმაც ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა) არა მხოლოდ პირადი კონტრაქტი გაიუმჯობესა, არამედ ტრანსფერებზე საკმაოდ სოლიდური თანხის დახარჯვის პირობას მიაღწია.

„თემურ ქეცბაიამ კლუბთან მოლაპარაკების შედეგად მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები მიიღო. მისი პირადი კონტრაქტი წელიწადში 270 ათასი ევრომდე გაიზარდა. ასევე იზრდება კლუბის ბიუჯეტი – დაახლოებით 3.7 მილიონი ევროთი, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, ტრანსფერები საკუთარი შეხედულების მიხედვით განახორციელოს. თემური არ ჩქარობს არჩევანის გაკეთებას და ორ ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას – ჰუსბაუერთან და მიკასთან, რომლებიც თვეში ჯამში დაახლოებით 50 ათას ევროს იღებენ. ქეცბაიას დადებული ხელშეკრულების თანახმად, ის „ანორთოსისის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მწვრთნელი გახდა, რაც მას აკმაყოფილებს, მაგრამ ასევე ზრდის მის პასუხისმგებლობას და ვალდებულებებს“, – წერს კვიპროსული გამოცემა.

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისში“ დარჩენას გულშემატკივრების დადებითი რეაქცია მოჰყვა.

„ჩვენი გუნდის ცოცხალი ლეგენდა! ერთ-ერთი იშვიათი მათგან, ვინც მოვიდა და იცის „ანორთოსისის“ ისტორია და ფასი. გაგვიმართლა, რომ ის ჩვენთანაა“, – წერს ერთ-ერთი გულშემატკივარი.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close