პოლიტიკასაქართველო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უცხოურ გამოცემებში საქართველოს შესახებ სტატიები დაიბეჭდა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე გამოქვეყნდა სტატიები საქართველოს შესახებ, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ავტორობით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ჟურნალ The Diplomat-ის მაისის ნომერში, გამოქვეყნდა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას სტატია. ასევე, გამოქვეყნდა ელჩის ინტერვიუ ბრიტანულ კვლევით ცენტრთან Council on Geostrategy. ამას გარდა, ქართველი დიპლომატების ე.წ. ოპედები დაიბეჭდა არგენტინულ გამოცემა El Comercio-ში, პარაგვაის წამყვან გამოცემა ABC News-ში, ურუგვაიში, გამოცემა El Pais-ში, საბერძნეთში, ჟურნალ GR Diplomatic CD- ში, უნგრეთში – გაზეთ Magyar Hirlap-ში და ყატარულ გამოცემა Lusail Newspaper – ში.

ასევე, საქართველოს ელჩების ინტერვიუები გამოქვეყნდა ბულგარულ გამოცემაში – Luxury Magazine: Premium Lifestyle, ლიეტუვურ გამოცემაში – Alfa.lt, ყატარში, არაბულენოვან ჟურნალში Al Sharq-ში, ჩეხურ რადიოში – Czech Radio Plus, ფრანგულ მედიაპლატფორმა Areion24-ზე, Arab News-ზე და Kuwiat Times-ში. ასევე დაიბეჭდა საქმეთა დროებითი რწმუნებულების სტატია ნიდერლანდურ გამოცემა – Diplomat Magazine-ში.

ამასთან, იაპონიაში, საქმეთა დროებითი რწმუნებულის, თეიმურაზ ლეჟავას სტატია გამოქვეყნდება იაპონურს გაზეთში JapanTimes.

„აღსანიშნავია, რომ აშშ-ში, მექსიკასა და მალაიზიაში გაიმართა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების რადიოინტერვიუებიც. ბელგიურ გამოცემა Euractiv-ში კი დაიბეჭდა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ოპედი.

ხაზგასასმელია, რომ სლოვენიური ჟურნალის Together Sila-ს მაისის ნომერი მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავს, ჩეხეთში კი გამოქვეყნდა სტატია „ქართული სამოსის“ გამოფენის შესახებ.

რამდენიმე სტატია მიუძღვნეს საქართველოს ოირდანიის საინფორმაციო სააგენტოებმაც.

აღსანიშნავია, რომ მექსიკური პერიოდული გამოცემის Contra Réplica საავტორო სვეტი დაეთმობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ასევე, რუმინული საინფორმაციო სააგენტოს, „აგერპრესის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდება ელჩის მიმართვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ესტონეთში, თურქეთსა და ირლანდიაში იგეგმება ქართველი ელჩების ინტერვიუებისა და ოპედების, პოლონეთში კი მინისტრის ოპედის გამოქვეყნება.

ასევე, სამხრეთ აფრიკულმა ონლაინგამოცემა Embassy Direct-მა, კულტურის რუბრიკაში, საქართველოს მიეძღვნა ჩანახატი: „უთბილესი ემოციების ქვეყანა – საქართველო“ (The Country of Warmest Emotions – Georgia). ონლაინგამოცემა Embassy Direct-ში კი გამოქვეყნდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ბექა დვალის სტატია „30 Years after restored independence Georgia expands its global partnerships into Africa“.

იაპონიაში ტელეარხ FujiTV, თავის Youtube არხზე ქართული კულტურის შესახებ ვიდეორგოლს გაუშვებს.

ამასთან, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ლატვიურმა ტელეარხმა LTV-მ, გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს ელჩ თეა მაისურაძესთან“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close