fbpx
მედიცინა

რა არის ცნობილი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელიც გერმანიაში შექმნეს – იმედისმომცემი ინფორმაცია (ვიდეო)

გერმანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ვაქცინა თავის ტვინის სიმსივნის გლიომების წინააღმდეგ. ევროპაში ყველაზე დიდ კვლევით ცენტრში კვლევების პირველი ეტაპი ადამიანების მონაწილეობით წარმატებით დასრულდა.

33 აცრილი პაციენტიდან 93%-ის ორგანიზმს იმუნური პასუხი ჰქონდა, 82%-ის შემთხვევაში კი უკვე 3 წელია სიმსივნის პროგრესირება შეჩერდა. დადასტურდა, რომ ეს ვაქცინა ადამიანის ორგანიზმს ეხმარება იმუნური სისტემის სტიმულირებაში, მოქმედებს მუტაციის გამომწვევ გენებზე და ყინავს უჯრედების გამრავლების პროცესს.

„ტვინის უჯრედების ცილის მუტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტი იყო, რადგან ის მხოლოდ გლიომებისთვის არის დამახასიათებელი და ჯანმრთელ ქსოვილში არ გვხვდება. ვაქცინა, რომელიც მოქმედებს მუტირებული ცილების წინააღმდეგ, საშუალებას გვაძლევს, პრობლემას საფუძველშივე აღმოვფხვრათ“, – განმარტავს ექიმი მაიკლ პლანტი, რომელიც ვაქცინის შემქმნელთა ჯგუფს ხელმძღვანელობს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close