fbpx
ჯანმრთელობარჩევები

სახსრების ტკივილის „სასწრაფო დახმარება” – იაფი და ეფექტიანი

ეს მიქსტურა დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ სახსრების ტკივილისგან სწარაფად, იაფად და ეფექტიანად. ის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თავის ტკივილის დროს.

იაპონელები ამბობენ, რომ ადამიანი მანამ არის ახალგაზრდა, სანამ სახსრები აქვს წესრიგში. ამას არ დაეთანხმო – ნამდვილად რთულია.

ჯანმრთელი სახსრები ხომ უამრავი რამის შესაძლებლობას იძლევა, იქნება ეს მოგზაურობა, მთებსა და ბარში სიარული, ცეკვა და სხვ. მაგრამ ასაკთან ერთად ხშირად სახსრების ტკივილიც მოდის.

აიღეთ 1 სუფრის კოვზი მარილი (მსხვილი) და ჩაყარეთ 1 ლიტრ წყალში, აურიეთ. ცალკე აიღეთ 80-100 მილილიტრი 10%-იანი ამიაკის სპირტი და ჩაასხით მასში 10 გრამი ქაფურის სპირტი. აურიეთ და შემდეგ მარილის ხსნარში შეურიეთ. გამოჩნდება თეთრი ფანტელები. დაახურეთ ჭურჭელს ხუფი და შეანჯღრიეთ მანამ, სანამ ეს ფანტელები არ გაქრება. მიქსტურა მზადაა.

სახსრების ტკივილის დროს დაიდეთ საფენები სახსრებზე, ზემოდან დაიდეთ კომპრესის ქაღალდი ან ცელოფანი და შეიფუთეთ. საფენების დადება შეგიძლიათ დღეში 2-3-ჯერ.

თავის ტკივილის მოსახსნელად გააცხელეთ მიქსტურა წყლის აბაზანაზე, დაისველეთ თავი და ღამე თბილად შეიფუთეთ.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close