მსოფლიოპოლიტიკა

შოტლანდიის პირველი მინისტრი: ბრიტანეთის შემადგენლობიდან შოტლანდიის გასვლის შესახებ მეორე რეფერენდუმის ჩატარება მხოლოდ დროის საკითხია

შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტერჯენი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან შოტლანდიის გასვლის შესახებ მეორე რეფერენდუმის ჩატარება მხოლოდ დროის საკითხია. ამის შესახებ განცხადება ნიკოლა სტერჯენმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.

„ბიბისის“ ცნობით, ეს პირველი საუბარი იყო, რომელიც სტერჯენმა და ჯონსონმა შოტლანდიაში ჩატარებულ არჩევნებში ნაციონალური პარტიის გამარჯვების შემდეგ გამართეს.

ამავე საუბრის დროს სტერჯენმა პირობა დადო, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან კოვიდ-19-ის პანდემიის დასაძლევად იმუშავებს. შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ორივე მთავრობამ მჭიდროდ და კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ, რათა გლაზგოში დაგეგმილი გაეროს კლიმატური ცვლილებების კონფერენეცია შეუფერხებლად ჩატარდეს.

ამასთან, სტერჯენმა განაცხადა, რომ შოტლანდიელ ხალხს აქვს უფლება, თავად აირჩიოს მომავალი, როდესაც კოვიდკრიზისი დასრულდება და დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარება მხოლოდ დროის საკითხია.

1tv.ge

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close