„დავწერ იმ ჯოჯოხეთზე…“ – რას წერს პაციენტი, რომელიც კახი კავსაძესთან ერთად იწვა რეანიმაციაში
85 წლის კახი კავსაძე თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ და, მისი ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე ძვირფასი მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
ენათმეცნიერი მარინე ბერიძე, რომელიც მსახიობ კახი კავსაძესთან ერთად იწვა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციაში, სოციალურ ქსელში იქ გატარებულ დროს იხსენებს.
ქალბატონი მარინე წერს, რომ მის და კახის საწოლებს შორის ერთი საწოლი იდგა, რომელზეც საშინელი სისწრაფით იცვლებოდნენ ავადმყოფები და ისინი, ცოცხლები, „როლდავიწყებული არტისტებივით შეჰყურებდნენ ერთმანეთს და თავიანთ რიგს ელოდნენ“.
ბატონო კახი!
ასე მგონია, რეანიმაციაში კი არა, დედის მუცელში ვიყავით ერთად.
სიკვდილ-სიცოცხლის დიდმა საიდუმლომ…Posted by მარინე ბერიძე on სამშაბათი, 27 აპრილი, 2021
ლეგენდარული მსახიობი კახი კავსაძე კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გასული წლის 28 ნოემბერს მოათავსეს. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა დაავადება დაამარცხა და კლინიკიდან გაეწერა, თუმცა მოგვიანებით კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი კვლავ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა, სადაც გარდაცვალებამდე მკურნალობდა.
კომენტარები