ქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

რამდენი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს საბერძნეთში? – სტატისტიკური მონაცემები

საბერძნეთის სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (ΕΛΣΤΑΤ) გამოაქვეყნა მონაცემები ქვეყანაში ლეგალური იმიგრანტების რაოდენობასთან დაკავშირებით.

აღნიშნული მონაცემებით, საბერძნეთში ყველაზე მეტი იმიგრანტი ალბანეთის მოქალაქეა (დაახლოებით 480 ათასი). შემდეგ მოდიან ბულგარელები, რუმინელები და პაკისტანელები. ხუთეულში არიან საქართველოს მოქალაქეები – სულ ქვეყანაში ლეგალურად დაახლოებით საქართველოს 27 ათასი მოქალაქე ცხოვრობს.

აღსანიშნავია, რომ ΕΛΣΤΑΤ-ის მონაცემები 2018 წლამდე (ჩათვლით) პერიოდს მოიცავს. ცხადია, არალეგალური მიგრაციის მონაცემები მასში ვერ მოხვდა და რეალური სურათი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. უპირველესად ეს ეხება ავღანეთისა და სირიის მოქალაქეებს, რომლებიც დიდი რაოდენობით შემოვიდნენ ქვეყანაში ბოლო წლებში.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საბერძნეთში დარჩენილი ჩვენებურების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა და მათი უმრავლესობა ამჟამად ელადაში არალეგალურად ცხოვრობს.

საერთოდ, ითვლება, რომ საბერძნეთში ერთ ლეგალურ იმიგრანტზე, საშუალოდ, ორი არალეგალი მოდის. თუკი ჩავთვლით, რომ საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში ეს პროპორცია მეტია, ვთქვათ 1:3, მაშინ, ჩვენი თანამემამულეების საერთო რაოდენობა ელადაში, სავარაუდოდ, 100 ათასამდე იქნება.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close