მიგრაციაქართველები უცხოეთში

საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში არალეგალური მიგრაციის არხის ორგანიზებაში ადანაშაულებენ

პოლონელმა მესაზღვრეებმა დააკავეს 10 არალეგალური მიგრანტი, რომლებმაც ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარი გადაკვეთეს, ასევე მიგრაციის არალეგალური არხის სამი ორგანიზატორი, რომლებიც მათ პოლონეთის მხარეს ელოდებოდნენ.

მიგრანტთა ჯგუფში იყო ოთხი მამაკაცი, ორი ქალი და ოთხი ბავშვი. ექვსი მათგანი რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ჩეჩენია, დანარჩენები – აზერბაიჯანის მოქალაქეები.

მიგრანტებს პოლონეთის ტერიტორიაზე ელოდებოდა საქართველოს სამი მოქალაქე – არხის ორი ორგანიზატორი და ერთი დამხმარე. ამის შესახებ REFORM.by იტყობინება პოლონეთის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით.

ჩეჩნები და აზერბაიჯანელები უცხოელთა დაცულ ცენტრებში გაგზავნეს კენტშინსა და ბელოსტოკში. ორი ორგანიზატორი, საქართველოს მოქალაქეები, სამი თვით წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ორგანიზებისთვის. მათმა თანაშემწემ დანაშაული აღიარა და მას ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ორწლიანი გადავადებით.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close