საზოგადოება

არასოდეს გადადოთ ზეიმი, მხიარულება, არასოდეს უთხრათ „არა“ კარგ განწყობას! – თინა ხიდაშელის გზავნილი საავადმყოფოდან

23 თებერვალს თავ­დაც­ვის ექსმი­ნის­ტრს თინა ხი­და­შე­ლს და მთელ მის ოჯახს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. როგორც თავად წერდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული არ იყო, თუმცა არც სახარბიელო.

თინა ხიდაშელი საავადმყოფოში მოათავსეს და სამი კვირის შემდეგ სახლში გაწერეს, თუმცა ისევ სჭირდებოდა ჟანგბადით დახმარება. სამწუხაროდ, კოვიდთან ბრძოლა ამით არ დამთავრებულა. სახ­ლში ყოფ­ნის დროს მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამძიმდა და პოს­ტკო­ვი­დუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბით თინა ხი­და­შე­ლი ისევ საავადმყოფოში მოათავსეს.

26 აპრილს თინა ხი­და­შე­ლმა სა­ა­ვად­მყო­ფო­დან ემო­ცი­ური პოსტი გაავრცელა, სა­დაც თავის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგომარეობაზე წერს:

„რო­გორ მე­ზა­რე­ბო­და ახალ წელს ნაძ­ვის ხის დად­გმა, ზე­ი­მი, მწვა­ნე-წი­თე­ლი ბრჭყვი­ა­ლი, სან­ტა-კლა­უ­სე­ბი და თოვ­ლის ბა­ბუ­ე­ბი. მა­ინც მო­ვინ­დო­მე, მოვ­რთე და მოვ­კაზ­მე, კო­ვიდ დეპ­რე­სი­ას ბრძო­ლა გა­მო­ვუ­ცხა­დე და ელავ­და და ბზრი­ა­ლებ­და ჩემი სახ­ლი. ჩემს თავს პი­რო­ბა მი­ვე­ცი, არ და­ვი­ზა­რებ­დი და არა­ნაკ­ლებ დროს და ენერ­გი­ას მო­ვან­დო­მებ­დი სა­აღ­დგო­მო სამ­ზა­დისს. არ გა­მო­ვი­და, ვერ ვას­რუ­ლებ პი­რო­ბას. რამ­დე­ნი რამე გამოვტოვე…

– თოვ­ლი თბი­ლის­ში;

– გა­ზა­ფხუ­ლის მოს­ვლა;

– ხვალ ჩემი შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეა და მას­თან არ ვიქ­ნე­ბი;

– ბზო­ბა;

– აღ­დგო­მა…

ვერ და­ვაღ­წიე თავი სა­ა­ვად­მყო­ფოს, ჟანგბა­დის და ათას­გვარ სხვა აპა­რა­ტებს, წამ­ლებს, ნემ­სებს, გა­დას­ხმებს, უგუ­ნე­ბო­ბას… ვერ და­ვიბ­რუ­ნე ხა­ლი­სი. არა­სო­დეს გა­და­დოთ ზე­ი­მი, მხი­ა­რუ­ლე­ბა, არა­სო­დეს უთხრათ არა კარგ გან­წყო­ბას! სულ მუ­დამ გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბელ კლი­შედ მი­მაჩ­ნდა „იცხოვ­რე ყო­ვე­ლი დღე ისე, რო­გორც უკა­ნას­კნე­ლი“. არ ყო­ფი­ლა კლი­შე, ყვე­ლა­ზე დიდი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ყო­ფი­ლა!

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, 2016-ში დავ­წე­რე, სი­ცი­ლი დავ­კარ­გე და სი­ცი­ლის დაბ­რუ­ნე­ბამ­დე გემ­შვი­დო­ბე­ბით-მეთქი. რა უღიმ­ღა­მოდ მო­ჩანს ეხლა მა­შინ­დე­ლი ტრა­გე­დია და დარ­დი, ისიც კი აღარ მახ­სოვს სა­ერ­თოდ, რა იყო ის ტრა­გე­დია და დარ­დი. წინ იმ­ხე­ლა გან­საც­დე­ლი მე­ლო­და თურ­მე, ნამ­დვი­ლი გა­მოც­და ნერ­ვებ­ზე, გამძლეობაზე, მო­ბი­ლი­ზე­ბის უნარ­ზე, ხა­ლი­სის აღ­მო­ჩე­ნა­სა და მოხმო­ბა­ზე და ალ­ბათ მა­ინც ყვე­ლა­ზე მთავარზე – შენი დარ­დით და გან­საც­დე­ლით არ და­ტან­ჯო სხვე­ბი…

არ ვიცი რო­გორ ჩა­ვა­ბა­რებ ამ გა­მოც­დას, ჯერ კი­დევ გრძე­ლი გზა მაქვს წინ, მაგ­რამ ამ­დე­ნი პრობ­ლე­მის, სრულ სა­გი­ჟეთ­ში ცხოვ­რე­ბის, ირ­გვლივ უდი­დე­სი გა­ჭირ­ვე­ბი­სა და დეპ­რე­სი­ის ფონ­ზე, ყო­ველ­დღი­უ­ლად ამდენ ადა­მი­ანს რომ ვახ­სენ­დე­ბი, მკი­თხუ­ლობს, წარ­მო­უდ­გე­ნელ სიყ­ვა­რულს და ენერ­გი­ას მიგ­ზავ­ნის, უკვე ზუს­ტად ვიცი, რომ სამი თვის შემ­დეგ იქ­ნე­ბა თუ ექ­ვსი თვის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად ფეხ­ზე დავ­დგე­ბი და იმაზე უფრო რკი­ნის ვიქ­ნე­ბი, ვიდ­რე მა­ნამ­დე ჩემი, შენი, ჩვე­ნი უკე­თე­სი ყო­ფის­თვის.

P. S. აქვე ძა­ლი­ან დიდი ბო­დი­ში ყვე­ლას, რო­დე­საც უცებ ვერ გპა­სუ­ხობთ, ერთი მხრივ, ძა­ლი­ან სუს­ტად ვარ, უამ­რავ პრო­ცე­დუ­რას მი­ტა­რე­ბენ, და თუ პრო­ცე­დუ­რებ­ზე არ ვარ, ისე­თი დაღ­ლი­ლი ვარ, პრაქ­ტი­კუ­ლად, სულ მძი­ნავს და ამა­სო­ბა­ში გა­დის დღე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მინ­და ყვე­ლას მო­გე­ფე­როთ და მადლობა გი­თხრათ ამას, რო­გორც ჩანს, ხში­რად ვერ ვა­ხერ­ხებ“, – წერს თინა ხი­და­შე­ლი.

სამ­წუ­ხა­როდ, ვირუს­მა იმ­სხვერ­პლა და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის მამა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close