fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

დღეიდან ორშაბათ დილამდე თურქეთში სახლიდან გამოსვლა აკრძალულია

საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ მიმდინარე წლის 22 აპრილის (ხუთშაბათი)19:00 საათიდან 26 აპრილის (ორშაბათი ) 05:00 საათამდე. ამის შესახებ ქვეყნის შს სამინისტროს მიერ გამოშვებულ ცირკულარშია აღნიშნული.

„ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას და კვირის სამუშაო დღეებში 19:00-05:00 საათებში ქუჩაში გასვლის შეზღუდვა. ახალი რეგულაციების შესახებ ანკარაში საქართველოს საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80;

ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 818 44 00;

ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 326 22 26;

ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“/

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების მაქსიმალური, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა პანდემიის დაწყებიდან დღემდე – 63 082 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 346 პაციენტი.
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close