კრიმინალისაზოგადოება

გამოძალვა ქველმოქმედების სახელით – თაღლითური სქემა, რომელსაც ათობით დაზარალებული ჰყავს (ვიდეო)

„იმედის კვირისთვის“ თაღლითური სქემის შესახებ გახდა ცნობილი, რომელსაც ათობით დაზარალებული ჰყავს. მათ ისტორიებს ერთი ადრესატი ჰყავს, რომელიც რამდენიმე სახელით და გვარით არის ცნობილი: ეკა, მარი კვირიკაშვილი, დანელია, ოლგა გოგალაძე, მარი გოგალაძე.

დაზარალებულებს შორის არის ახალგაზრდა წყვილიც, რომლის ერთადერთ შვილს დაუზუსტებელი დიაგნოზით ჯერ იაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, მოგვიანებით მშობლებმა მცირეწლოვანი გერმანიაში წაიყვანეს და ქალაქ ჰაგენში (Hagen) ლტოლვილად ჩაბარდნენ. გოგალაძეებს იქ შეხვდნენ და, ბავშვის მამის თქმით, მარი მას კლინიკაში მკურნალობის კურსის დაწყებასა და თარჯიმნობაში დახმარებას დაჰპირდა და საკუთარ ანგარიშზე საქართველოდან ათასობით ევრო ჩაარიცხვინა.

ისტორიაში საინტერესო დეტალია ისიც, რომ საქმეში „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე და გიგი უგულავას ყოფილი მოადგილე – ძებნილი დავით ალავიძე ფიგურირებენ. წყვილი ამბობს, რომ მარიმ ისინი ბერლინში 2018 წლის შემოდგომაზე სწორედ მათი ხარჯებით ჩამოიყვანა და არწმუნებდა რომ პოლიტიკოსები შვილის მკურნალობის დაფინანსებაში დაეხმარებოდნენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close