მიგრაციადასაქმება

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროგრამა წლის ბოლომდე ამოქმედდება

ფრანგულ მხარესთან მიმდინარეობს კონსულტაციები, რომლის საფუძველზეც ჩვენს მოქალაქეებს საფრანგეთში დროებით ლეგალურად დასაქმება შეეძლებათ, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა გიორგი ბუნტურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

გიორგი ბუნტურის თქმით, ეს საკითხი არ არის დამოკიდებული მხოლოდ საქართველოზე, მისი განცხადებით, ბევრად მეტია დამოკიდებული ფრანგულ მხარეზე, რამდენად სწრაფად დაასრულებს ვალდებულებებს.

„რაც შეეხება საფრანგეთს, ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს, რომელიც ძალაშია უკვე შესული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფრანგულ მხარესთან შესაბამისი კონსულტაციები, რომ განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ. შევიმუშაოთ შესაბამისი სქემა, რომლის ფარგლებშიც ჩვენს მოქალაქეებს უკვე ასევე ლეგალურად შეეძლებათ საფრანგეთში დროებით დასაქმება. კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე საფრანგეთის მიმართულებაც ამოქმედდება, თუმცა აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ფრანგულ მხარეზე ბევრად მეტი რამ არის დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დაასრულებენ ვალდებულებებს, რათა მივიდეთ სასურველ წერტილამდე, რასაც საფრანგეთში ლეგალურად დასაქმება ჰქვია“, – განაცხადა ბუნტურმა.

​მისივე თქმით, საფრანგეთში დასაქმებას 50-მდე პროფესიის ადამიანები შეძლებენ.

„50 პროფესიაა განსაზღვრული, რა პროფესიის ადამიანებსაც შეეძლებათ უკვე საფრანგეთში დასაქმება. აქ უკვე უფრო კვალიფიციურ სპეციალისტებზეა გათვლა. მაგალითად, მოთხოვნილი პროფესიებია მომსახურების სფერო, ბარმენები, სასტუმროს სერვისი, ასევე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, მზარეულები და ა.შ, როგორც პროფესიული, ისე უმაღლესი განათლების კუთხით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები“, – აღნიშნა გიორგი ბუნტურმა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close