საზოგადოება

შოუბიზნესის კლასტერი – ხალხმრავალი წვეულების შემდეგ მომღერლები დაინფიცირდნენ

მომღერალ ცირა ბზიშვილის დაბადების დღის წვეულების გამო, რომელიც მან კოვიდრეგულაციების დარღვევით მოაწყო, თბილისში შოუბიზნესის კლასტერი გაჩნდა. ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.

„ფორმულას“ ინფორმაციით, წვეულება 31 მარტს გაიმართა და მას მომღერლები, ტელეწამყვანები და სხვა ცნობადი სახეები ესწრებოდნენ, მათ შორის, თემურ თათარაშვილი, გია ჯაჯანიძე, სოფო ბედია, კაკი ბოლქვაძე. ამავე წყაროს ცნობით, დაბადების დღის წვეულება რესტორანში გაიმართა, რომელიც ერთ-ერთ მომღერალს ეკუთვნის.

ხალხმრავალი შეკრების შემდეგ წვეულების რამდენიმე მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია თავად იუბილარი ცირა ბზიშვილიც.

უცნობია, დააჯარიმდნენ თუ არა წვეულების ორგანიზატორები და რესტორნის მეპატრონე.

newsreport.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close