ქართველები უცხოეთშიიტალია
იტალიის ქალაქ ბარიში არსებული საქართველოს გენერალური საკონსულო განცხადებას ავრცელებს
იტალიის ქალაქ ბარიში არსებული საქართველოს გენერალური საკონსულო განცხადებას ავრცელებს მოქალაქეთა მიღების თაობაზე:
„გაცნობებთ, რომ გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები ქ. რეჯო კალაბრიაში მოქალაქეებს მიიღებენ 2021 წლის 10 აპრილს, დილის 9:30-დან 13:30-მდე, შემდეგ მისამართზე: Grand Hotel Excelsior. Via Vittorio Veneto, 66 – RC.
ბიომეტრული პასპორტის, ასევე არასრულწლოვნის რეგისტრაციისთვის საჭიროა წარმოადგინოთ CD-ზე ჩაწერილი ფოტო 3×4 და 2 დაბეჭდილი იმავე ზომის ფოტო ( foto tessera).
ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოქალაქეთა მიღება ლიმიტირებული იქნება!“
საკონსულოს განცხადების თანახმად, ქ. რეჯო კალაბრიაში მოქალაქეთა მიღება აპრილის ბოლოსაც იგეგმება.
კომენტარები