საზოგადოება

„რადგან ქმარი მყავს 9 წლით უმცროსი, ამიტომ როდესაც მე აღარ ვიქნები, ჩვენს შვილს ეყოლება მამა…“ – თეა წულუკიანი (ვიდეო)

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკუთარი ბავშვობის, ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპებისა და ფიქრების შესახებ ისაუბრა.

კულტურის მინისტრი ამბობს, რომ რადგან ფიზიკურად ყოველთვის პატარა იყო, ფიზკულტურის გაკვეთილზე ყოველთვის ბოლოში იდგა.

მისი თქმით, ძალიან პატრა, მოკრძალებული და ბეჯითი ბავშვი იყო და მუდმივად დაფასთან იდგა.

„არც ცელქი ვყოფილვარ და არც პრინცესული. ჩუმი და მოკრძალებული პატარა გოგო ვიყავი. ჩემს ოცნებაში 30 წლამდე ოჯახის შექმნის ოცნება არ ყოფილა. ვოცნებობდი, მქონოდა საინტერესო სამსასახური“, – ამბობს კულტურის მინისტრი.

ფიქრობს, რომ ბავშვობის ოცნება აუხდა, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია იმაზეც დაფიქრდა, რამდენად სწორად აირჩია პროფესია.

თეა წულუკიანი თავს ძალიან კარგ დედად მიიჩნევს. როგორც აღმოჩნდა, მინისტრს, რომელმაც შვილი 42 წლის ასაკში გააჩინა, დედობრივი შიში გაუჩნდა. – მუდმივად ფიქრობს, თუ როდემდე შეძლებს თავისი შვილის გვერდით ყოფნას.

„როდესაც 42 წლის ასაკში შვილი შემეძინა, თითქოს ვინანე – რატომ არ ავირჩიე ექიმის პროფესია. მომეჩვენა, რომ ამას კარგად შევძლებდი. ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როდესაც გაჩნდა მერიკო. მე ვფიქრობ და, მგონი, ყველა ქალი, რომელმაც შვილი გვიან ასაკში გააჩინა, ფიქრობს, თუ როდემდე შევძლებთ ჩვენს შვილთან ერთად ყოფნას… და ვიპოვე ძალიან კარგი გამოსავალი, რადგან ქმარი მყავს 9 წლით უმცროსი, ამიტომ როდესაც მე აღარ ვიქნები, მას ეყოლება მამა… ძალიან არ მიყვარს ზამთარი და არ მინდა ზამთარში რომ გარდავიცვალო, არ მესიამოვნება-მეთქი, ვამბობ და ჩემი ახლობლები მპასუხობენ, ან გაიგებ, ან არაო და ამიტომ ამისი ძალიან მეშინია“, – ამბობს თეა წულუკიანი „პოსტ ალიონისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close