ქართველები უცხოეთში

საქართველოს საელჩოს განცხადება ათენში ნაპოვნი ფსიქიკური პრობლემების მქონე ქართველი ემიგრანტის შესახებ

საბერძნეთში საქართველოს საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ათენში ერთ-ერთ ქუჩაზე ნაპოვნი უსახლკარო ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ქართველ ემიგრანტ ქალს დახამრება აღმოუჩინეს და ამჟამად იგი უსაფრთხოდ იმყოფება.

„საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მაღალი ინტერესის გამო გვსურს, მოგაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია: დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა საქართველოს მოქალაქის, ქალბატონი მ.ი-ს სურათი, რომელიც თავშესაფრის გარეშე და ჯანმრთელობის პრობლემებით იმყოფებოდა ერთ-ერთ ქუჩაზე, უმწეო მდგომარეობაში.

ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრისგან ინფორმაციის მიღებისთანავე ადგილზე მივიდა საკონსულოს თანამშრომელი, რომელმაც მყისიერად უზრუნველყო სასწრაფო დახმარებისა და საბერძნეთის შესაბამისი სამსახურების მობილიზება. ქალბატონი მ.ი. ამჟამად გადაყვანილია შესაბამის დაწესებულებაში და იმყოფება ზედამხედველობის ქვეშ.

ამასთან, როგორც კი საბერძნეთის სამედიცინო დაწესებულება გასცემს შესაბამის ნებართვას და ქალბატონ მ. ი.-ს ექნება სურვილი, საქართველოს საკონსულო აღმოუჩენს მას ყველა შესაძლო დამხარებას საქართველოში დასაბრუნებლად.

ვუსურვებთ ქალბატონ მ.ი-ს მალე გამოჯანმრთელებას“, – წერია საქართველოს საელჩოს ფეისბუქგვერდზე.

ინფორმაცია ათენში ერთ-ერთ ქუჩაზე ნაპოვნი ქართველი ემიგრანტი ქალის შესახებ სოციალურ ქსელებში 4 აპრილს გავრცელდა: „ათენში ნაპოვნია ქართველი ქალბატონი, სახელად მარინა, გვარს არ ამბობს, არის დაახლოებით 65 წლამდე, როგორც ჩანს აქვს ფსიქიკური პრობლემა. არ საუბრობს, ოჯახი არ ჰყავს, შესაბამისი სამსახური გამოძახებული იყო ადგილზე, მაგრამ არ წაიყვანეს თავშესაფარში.

ამჟამად იმყოფება პიპინუს 82 ნომერში, ახარნონის კვეთასთან. თუ ვინმეს გაქვთ შესაძლებლობა, შეიფარეთ დროებით ან გაავრცელეთ იქნებ გამოუჩნდეს ვინმე. ჰყავს მხოლოდ ძმა, რომელიც არის საქართველოში და მისი წაყვანის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. ქალბატონს უკეთია ოქროს სამკაულები. მოკლედ, მიაწვდინეთ ხმა ვისთანაც კი შეძლოთ“.

სასიამოვნო ფაქტია, რომ ემიგრანტ ქალბატონს საკონსულომ დროულად აღმოუჩინა დახმარება და იგი ამჟამად უსაფრთხოდაა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close