fbpx
მსოფლიო

666 „სატანის ფეხსაცმელი“, რომელიც ადამიანის სისხლს შეიცავს – NIKE-ი კომპანია MSCHF-ს უჩივის

„Satan Shoes“-ის გამო მსოფლიო ბრენდი Nike-ი კომპანია MSCHF-ს უჩივის. ფეხსაცმელი ადამიანის სისხლის წვეთს შეიცავს.

MSCHF-მა ორშაბათს 666 წყვილი ფეხსაცმელი, რეპერ Lil Nas X-თან თანამშრომლობით გამოუშვა და ისინი ერთ წუთზე ნაკლებ დროში გაიყიდა. მათი ღირებულება 1 018 დოლარია.

Satan Shoes-ს საფუძვლად Nike-ის მოდელი Air Max 97 უდევს, თუმცა Nike-ი კომპანიას სავაჭრო ნიშნის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამასთან საერთო არაფერი აქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

Nike-ი სასამართლოში ითხოვს, შეაჩეროს MSCHF-მა ფეხსაცმლის გაყიდვა და არ დაუშვას მისი ცნობილი Swoosh დიზაინის ნიშნის გამოყენება.

„MSCHF-ის არაავტორიზებულმა სატანის ფეხსაცმელმა, შესაძლოა, გამოიწვიოს დაბნეულობა და შექმნას მცდარი კავშირი MSCHF-ის პროდუქტებსა და Nike-ს შორის“, – აღნიშნულია სპორტული ფეხსაცმლის გიგანტის, NIKE-ის განცხადებაში.

ფეხსაცმელზე არის წარწერა LUKE 10:18, რაც ლუკას სახარების ნაწყვეტზე მიგვანიშნებს – „დავინახე სატანა ციდან ელვისებურად ეცემოდა“.

ფეხსაცმელმა, რომელიც ადამინის სისხლს შეიცავს და მისმა სახელწოდებამ Satan Shoes – სატანის ფეხსაცმელი, საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა, რომელსაც ტვიტერზე რეპერმა Lil Nas X-მა უპასუხა და სასამართლო პროცესის საპასუხოდ სოციალურ ქსელში რამდენიმე „მიმი“ ატვირთა.

rustavi2.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close