სამკურნალო წერტილები – თუ მათ დააწვებით, ეფექტს მაშინვე იგრძნობთ!
ხელის მტევანზე გარკვეული წერტილები რეფლექტორულად ჩვენს ორგანოებთან არის დაკავშირებული. მთავარია, ვიცოდეთ, რომელი წერტილის დამასაჟება რომელი ორგანოს მუშაობაზე ახდენს გავლენას.
1. ცერი (ქვედა ნაწილი)
ამ წერტილზე დაჭერით შესაძლებელია ისეთი პრობლემის გადაწყვეტა, როგორიცაა ხველა, გაძნელებული სუნთქვა. ასევე, შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაუმჯობესება.
2. ცერი (ზედა ნაწილი)
ეს წერტილი დეპრესიას, საფრთხის შეგრძნებას მოგიხსნით და სტრესს გადაგატანინებთ. ამას გარდა, მისი წერტილოვანი მასაჟი თავის, მუცლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ტკივილს შველის.
თუკი თირკმლებისა და საშარდე ბუშტის დაავადება გაწუხებთ, მაშინ ამ წერტილს დააწექით. ამას გარდა, ამგვარად შესაძლებელია კუნთებში, ზურგზე, კბილის ტკივილისა და კუჭის წვის შემცირება.
4. შუა თითი
ეს წერტილი ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობის რეგულაციაში დაგეხმარებათ. ამას გარდა, თუკი გაუბედაობა და გაღიზიანება გაწუხებთ, ამ წერტილზე დაჭერით ხასიათის გამოსწორებაა შესაძლებელი.
ამას გარდა, ამ წერტილის მასაჟი სისხლის ცირკულაციისა და მხედველობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ნეკრესის ქარისა და მენსტრუალური სპაზმების დროს ტკივილის შემცირებაც შეუძლია.
5. არათითი
ამ წერტილის მასაჟი ფილტვებისა და მსხვილი ნაწლავის ფუნქციის სტიმულაციას ახდენს. კანის დაავადებების დროს მდგომარეობას აუმჯობესებს.
6. ნეკი
ამ წერტილის მასაჟი გულის, წვრილი ნაწლავის მუშაობაზე ახდენს გავლენას. ყელის ტკივილის დროს და ძვლის ქსოვილის პრობლემებისას შველის. მისი მასაჟი რეკომენდებულია შფოთვის, გაუბედაობისა და შიშის დროს.
7. წერტილი ცერისა და ნეკის გადაკვეთაზე
ეს წერტილი სისხლში შაქრის დონის რეგულირებას უწყობს ხელს.
8. ხელის გულის ცენტრი
ამ წერტილზე დაჭერა საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას უწყობს ხელს და მუცლის ტკივილს ამცირებს.
9. ხელისგულის სქელი ნაწილი
ეს წერტილი გულისა და ენდოკრინული სისტემის მუშაობაზე ახდენს გავლენას.
funtime.ge
კომენტარები