მსოფლიოnewsსაზოგადოება

ჩეხეთის უმდიდრესი ადამიანი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

მილიარდერი პეტრ კელნერი, ჩეხეთის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენი, იმ 5 ადამიანს შორისაა, რომლებიც ალასკაზე ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო დაიღუპნენ. ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.

მედიის ცნობით, ვერტმფრენმა, რომელსაც მოთხილამურეები სამთო-სათხილამურო კურორტ Tordrillo Mountain Lodge-იდან გადაყავდა, შაბათს განიცადა კატასტროფა აშშ-ის შტატ ალასკაში, მყინვარ კნიკის რაიონში.

შემთხვევის ადგილას მაშველთა ჯგუფი გაემართა და მათ იქ ერთადერთი გადარჩენილი იპოვეს, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, „მძიმეა, თუმცა სტაბილური“.

ცნობილია სხვა დაღუპულთა სახელებიც. ესენი არიან: გრეგორი ჰარმსი კოლორადოს შტატიდან, შონ მაკმანამი ალაბამიდან, ბენჯამინ ლაროშე ჩეხეთიდან და ვერტმფრენის პილოტი ზაჰარი რასელი.

კატასტროფის მიზეზებს იძიებენ.

56 წლის პეტრ კელნერის ქონება 17,5 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მას ცოლი და 4 შვილი დარჩა.

პეტრ კელნერი საფინანსო-საინვესტიციო ჯგუფ PPF Group-ის მფლობელი იყო.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close