საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრან სლემზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა (ვიდეო)
2 ოქრო, სამი ვერცხლი და 4 ბრინჯაო - ასეთია ქართველ ძიუდოისტთა მონაგარი
დღეს დასრულდა ძიუდოში თბილისის საერთაშორისო ტურნირი – გრან სლემი, რომელიც 26 მარტს დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და ორი ოქროს, სამი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლით, საერთო გუნდურ ჩათვლაში, პირველი ადგილი დაიკავა ოთხმოცი ქვეყნის ნაკრებებს შორის.
პირველ დღეს ქართველებმა ერთი ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს: თემურ ნოზაძემ (60 კგ) – ოქრო, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლი.
ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრების 3-მა ძიუდოისტმა შეძლო ბრინჯაოს მედლის მოპოვება – ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), ალეკო მამიაურმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ).
დღეს კი, ტურნირის ბოლო დღეს, +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გელა ზაალიშვილი გახდა – სწორედ მის ანგარიშზეა საქართველოს ნაკრების მეორე ოქროს მედალი. ვერცხლის მედალი მოიპოვა ილია სულამანიძემ (100 კგ), ხოლო ბრინჯაო – საბა ინანეიშვილმა (+100 კგ).
ნიკო აბაშიშვილი
ნახეთ გელა ზაალიშვილის ბრწყინვალე იპონი ფინალში.
კომენტარები