კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას 300 000 დოლარით დაუფინანსებს
მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულ ნიკოლოზ ბირკაძეს სწავლის საფასური სრულად დაუფინანსა.
ამის შესახებ ინფორმაცია სკოლა-პანსიონ „კომაროვმა“ Facebook-გვერდზე გაავრცელა.
„მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) – მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს.
მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. 2021 წელს, ისევე როგორც მრავალი წლის განმავლობაში, MIT საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა და პირველი ადგილი დაიკავა QS World University Rankings-ში.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიების საერთო შემოსავალი რომ შეიკრიბოს, ის სიმდიდრით მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილზე იქნებოდა.
MIT-ში სწავლის გადასახადი ჯამში 300 000 დოლარამდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან MIT-ში ყოველწლიურად კომაროვის სკოლის ერთი კურსდამთავრებული მაინც აგრძელებს სწავლას, 2021 წელს კი უპრეცედენტო რაოდენობა, 2 მოსწავლე გააგრძელებს სწავლას. ნიკა ბირკაძრე MIT-ში ჩარიცხული სკოლის მერვე კურსდამთავრებულია.
ნიკა ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ყველა დროის შედეგებით საუკეთესო ათეულის წევრია.
ნიკა ამჟამად კომაროვის სკოლის მათემატიკის წრის მასწავლებელია და საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებზე მიღებულ თავის უზარმაზარ გამოცდილებას ახალ თაობას უზიარებს“, – წერს სკოლა-პანსიონ „კომაროვის“ ადმინისტრაცია
📢📢📢 კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ ბირკაძე მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა…
Posted by სკოლა-პანსიონი კომაროვი • Komarovi Campus School on შაბათი, 20 მარტი, 2021
კომენტარები