საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში კოვიდ-19-ის უფასო ტესტები აფთიაქებში ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება

საბერძნეთში მიმდინარე წლის აპრილის ბოლოდან ყველა მცხოვრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება უფასო ექსპრესტესტები კორონავირუსზე. ამის შესახებ განაცხადება გააკეთა ვიცე-პრემიერმა აკის სკერცოსმა, რომელიც სამთავრობო პროექტს კოორდინაციას უწევს.

ტესტებით სახელმწიფო ყველა აფთიაქს მოამარგებს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია კვირაში ერთხელ მივიდეს აფთიაქში, წარადგინოს თავისი  „ამკა“ (ΑΜΚΑ) და უფასო გამოკვლევა ჩაიტაროს. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ კორონავირუსზე გამოკვლევა უსასყიდლოდ შეეძლება საბერძნეთის ყოველ მცხოვრებს, რომელსაც სოციალური დაზღვევის ნომერი აქვს.

„პროექტში გათვალისწინებულია უფასო  სწრაფი ტესტების შეთავაზება, რომელიც ნებისმიერს შეუძლია მიიღოს აფთიაქში თავისი „ამკას“ წარდგენის შემდეგ. ყოველ კვირაში გათვალისწინებულია არანაკლებ 300 ათასი ასეთი ტესტის ჩატარება, ამასთან, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია კვირაში ერთი უფასო ტესტი გაიკეთოს, ხოლო თვეში – 4 ტესტამდე. მილიონობით ასეთი ტესტი აფთიაქებში თვის [აპრილის] ბოლოს უკვე ხელმისაწვდომი იქნება“, – განაცხადა სკერცოსმა.

მისივე განმარტებით, ეს ტესტები ადრე გამოყენებული ექსპრესტესტებისგან განსხვავდება და ნებისმიერს შეუძლია ტესტირება დამოუკიდებლად ჩაიტაროს სახლში, შეამოწმოს თავისი ჯანმრთელობა. ამასთან, შედეგები არ იქნება შეტანილი მონაცემთა ბაზაში, როგორც ეს ამჟამად ხდება სწრაფ და მოლეკულურ ტესტებთან დაკავშირებით. „ამგვარი თვითშემოწმება უკვე ტარდება გერმანიასა და კვიპროსზე, თუმცა უფასო არ არის. საბერძნეთის მთავრობა გეგმავს, თითოეულ მოქალაქეს თვეში 4 უფასო ექსპრესტესტი შესთავაზოს, თუმცა ვისაც მეტი ენდომება, შეუძლია იყიდოს“, – დასძინა ვიცე-პრემიერმა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close