შეუცნობელი

ღმერთის არსებობის მე-6 მტკიცებულება

როცა დიდმა გერმანელმა ფილოსოფოსმა იმანუელ კანტმა სრულად გააცამტვერა შუა საუკუნეების ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსისა და ღვთისმეტყველის, თომა აკვინელის 5 მტკიცებულება, რომლებიც ღმერთის არსებობას ადასტურებდა, თავად მე-6 მტკიცებულება აღმოაჩინა.

გახსოვთ მიხეილ ბულგაკოვი, რომლის „ოსტატი და მარგარიტაში“ ერთ-ერთი პერსონაჟი ღმერთის არსებობის მე-6 მტკიცებულებაზე საუბრობს, რაზეც მეორე პერსონაჟი პასუხობს: „ეს კანტი, ასეთი მტკიცებულებებისთვის სამი წლით სოლოვეცკის კუნძულებზე უნდა გაუშვა“ (სოლოვეცკის კუნძულებზე საპყრობილე მდებარეობდა).

მორალი ლოგიკის წინააღმდეგ

კანტმა თომა აკვინელის 5 მტკიცებულება სამ მიმართულებად დაყო:
ონტოლოგიური (მოძღვრება ყოფიერების შესახებ);
კოსმოლოგიური (მეცნიერება სამყაროს შესახებ);
თეოლოგიური (სწავლება ღმერთის არსის შესახებ).

ღმერთის არსებობის ამგვარ მტკიცებულებებს კანტი კატეგორიულად არ ეთანხმებოდა, ამიტომ ჩამოაყალიბა თავისი მტკიცებულება – მორალური.

კანტი აღიარებდა დეტერმინიზმის პრინციპს ანუ მიზეზშედეგობრივ ურთიერთობებს, რაც, ფაქტობრივად, სამყაროს ძირითადი კანონია. მას ადამიანი ემორჩილება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც საკუთარი არჩევანით მოქმედებს ამა თუ იმ გადაწყვეტილების სასარგებლოდ – ანუ თავისუფალია. თავისუფალი ნება კი იგივეა, რაც მორალურ კანონებში მოქცეული ნება, – ამბობდა კანტი.

საიდან ჩნდება ადამიანში მორალური კანონები?

კანტი მიიჩნევდა, რომ მორალი თავიდანვე იდო ადამიანის ხასიათში (ისევე, როგორც, მაგალითად, სილამაზის შეცნობა, საზოგადო ამბებზე ფიქრი და ა.შ.) და მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადამიანია და ღმერთისგან მიიღო!

მორალი ზოგჯერ ლოგიკისა და პრაგმატულობის საწინააღმდეგო მოქმედებისკენ გვიბიძგებს. ამ შინაგან მოთხოვნილებას კანტმა კატეგორიული იმპერატივი უწოდა. სწორედ ის სთხოვს ადამიანს, მაგალითად, შევარდეს ცეცხლმოკიდებულ სახლში, რათა იქიდან უცხო ადამიანი გამოიყვანოს. ამ დროს ლოგიკა ეუბნება, რომ შეიძლება დაიღუპოს, თუმცა მორალური კანონები „ადამიანური საქციელისკენ“ მიმართავს.

ამგვარად, კანტისმიერი მტკიცებულება ღმერთის არსებობისა, ეფუძნება არა სამყაროს მოწყობის საკითხს, არა – მის მოძრაობას და ა.შ., არამედ შინაგან, სულიერ, ადამიანურ თვისებას.

ღმერთის მე-6, კანტისეული მტკიცებულება თითოეულ ჩვენგანში იჩენს თავს იმ დროს, როცა, სამყაროს ძირითადი კანონის ნაცვლად, კატეგორიული იმპერატივის კანონს ვემორჩილებით და მორალის კარნახით ვმოქმედებთ.

funtime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close