fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი დაშორდნენ

51 წლის მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი და 45 წლის ბეისბოლისტი ალექს როდრიგესი დაშორდნენ. წყვილი ოთხი წელია ერთადაა, აქედან ორი წელია დანიშნულები არიან. შარშან ზაფხულს ისინი დიდებულ საქორწილო ცერემონიას გეგმავდნენ იტალიაში, თუმცა ორჯერ გადადეს ქორწილი კორონავირუსის პანდემიის გამო, გასული წლის დეკემბერში კი საპატარძლომ განაცხადა, რომ, მათი აზრით, ქორწინება არ სჭირდებათ.

რა გახდა მათი დაცილების მიზეზი, უცნობია, მაგრამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ფართოდ განიხილებოდა ჭორები როდრიგესის ღალატის შესახებ: სავარაუდოდ, სპორტსმენს ურთიერთობა ჰქონდა რეალითი შოუს ახალგაზრდა ვარსკვლავთან, მედისონ ლერკოსთან. როდრიგესმა ყველაფერი უარყო, მეგობრები მის დასაცავად საუბრობდნენ, მაგრამ სკანდალი მაინც მოხდა.

მედისონ ლერკო

Page Six-ის ცნობით, მაშინ ჯენიფერმაც მხარი დაუჭირა შეყვარებულს და მალე ისინი ერთად ნახეს სუპერგათამაშებაზე – წყვილს ისე ეჭირა თავი, თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრამ როდრიგესის ღალატზე საუბარი თანდათან კიდევ უფრო გახშირდა.

გაშორების შესახებ ოფიციალური კომენტარი წყვილს არ გაუკეთებია, არც ცნობილი ადამიანები საუბრობენ ამ საკითხზე, მხოლოდ სოციალურ ქსელში ავრცელებენ ფოტოებს თაყვანისმცემლებისთვის. ამჟამად ისინი სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან: როდრიგესი ბეისბოლის სეზონისთვის ემზადება მაიამიში, ჯენიფერ ლოპესი კი ახალი ფილმის, Shotgun Wedding-ის გადაღებებზეა დომინიკელთა რესპუბლიკაში.

ჯენიფერ ლოპესს ტყუპი ქალ-ვაჟი ჰყავს ყოფილი ქმრისგან, მარკ ენტონისგან – 12 წლის ემა და მაქსი, როდრიგესს კი – ორი ქალიშვილი, ნატაშა და ელა, ყოფილი მეუღლისგან, სინტია სკერტისისგან.  ვარსკვლავების შვილები ხშირად ატარებდნენ დროს ერთად და კარგადაც ერთობოდნენ.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close