ქართველები უცხოეთში

ვალერი მელაძე და ალბინა ჯანაბაევა კიდევ ერთ შვილს ელოდებიან

ჯგუფ „ვიაგრას“ ყოფილი სოლისტი, 41 წლის ალბინა ჯანაბაევა და 55 წლის ვალერი მელაძე კიდევ ერთხელ გახდებიან „ერთობლივი“ მშობლები. ამ სიახლის შესახებ ალბინამ თავად ამცნო საზოგადოებას – ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც, შავ კაბაში გამოწყობილი, შესამჩნევად წამოზრდილი მუცლით პოზირებს. ფოტოს მიაწერა კიდეც: „მოლოდინში“.

ბევრი თაყვანისმცემელი ამ ამბით სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, რადგან აქამდე მათ ალბინას ორსულობის შესახებ არ იცოდნენ, თუმცა რაღაცას ეჭვობდნენ, რადგან შენიშნეს, რომ ვალერი მელაძის მეუღლეს სახე ოდნავ შეევსო.

მომავალი ბავშვი ვარსკვლავური წყვილის მესამე საერთო შვილი იქნება. მათ უკვე ჰყავთ 17 წლის კონსტანტინე და ექვსი წლის ლუკა. აღსანიშნავია, რომ ორივე მუსიკით არის გატაცებული: კონსტანტინე ფორტეპიანოზე უკრავს, ლუკა – დასარტყამ ინსტრუმენტებზე.

რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავს ვალერი მელაძეს პირველი ქორწინებიდან (ირინა მელაძესთან) სამი ზრდასრული ქალიშვილი ჰყავს – ინგა, სოფია და არინა, ასე რომ, იგი მალე მეექვსე შვილის მამა გახდება.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close