საზოგადოებასაქართველო

რატომ არ შეაჩერა საქართველომ ევროპის ქვეყნების მსგავსად ASTRAZENECA-ს ვაქცინის გამოყენება – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ევროპის რამდენიმე ქვეყნის მიერ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების დროებით შეჩერებას „ტვ პირველის“ ეთერში გამოეხმაურა.

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ევროპის ქვეყნების მიერ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების დროებით შეჩერება ვერ იქნება საქართველოში მის გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან ევროპის იმ ქვეყნებმა ბელგიაში წარმოებული „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გამოიყენეს, ხოლო საქართველოში კი სამხრეთ კორეაში წარმოებული ვაქცინაა შემოტანილი.

„ამ ქვეყნებმა დროებით შეაჩერეს, მაგრამ არავის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. ამ კონკრეტულ შემთხვევებს, რომელსაც ნორვეგიის ხელისუფლება და ჯანდაცვის სისტემა იკვლევს, იგივე დანიის შემთხვევა, ხოლო დანარჩენ ქვეყნებს, ჰოლანდიას, ირლანდიას და სამ ბალტიისპირა ქვეყანას, აქვთ უბრალოდ მათზე რეაგირება და გამოხმაურება. ამ ქვეყნებში შემთხვევები არ მომხდარა, უბრალოდ, ითვალისწინებენ ნორვეგიისა და განსაკუთრებით დანიის შემთხვევებს.

ჯერჯერობით ეს ყველა შემთხვევა უკავშირდება ბელგიაში დამზადებულ კონკრეტულ პარტიას. მილიონ დოზა „ასტრაზენეკას“, რომელიც 17 ქვეყანას გაუნაწილდა ევროპაში.

კონკრეტულ ამ პარტიაზეა დიდი ეჭვი, შესაბამისად, გამოძიების თუ კლინიკური კვლევის შედეგებს ჩვენ დაველოდებით, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში შემოსულია სამხრეთ კორეაში წარმოებული“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის („ასტრაზენეკა“) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს და მედპერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რამდენიმე თანამშრომელმა საჯაროდ აიცრა.

ამასთან, 15 მარტის 11:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინაციაზე 2492 მედპერსონალი დარეგისტრირდა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close