fbpx
ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 15-21 მარტი

15-იდან 21 მარტამდე მზარდი მთვარის პერიოდია. ახლა მეგობრებთან შეხვედრა არა მხოლოდ გაგახარებთ და სიამოვნებას მოგიტანთ, არამედ მნიშვნელოვან დასკვნებამდეც მიგიყვანთ. ისაუბრეთ, მოჰყევით, რაც გაწუხებთ, რათა გონივრული რჩევები მიიღოთ.

 

ვერძი

გეგმები, რომლებიც ამ პერიოდისთვის შეადგინეთ, შეიძლება არ შესრულდეს. ადვილი შესაძლებელია ახლობელმა ადამიანებმა შეგიშალონ ხელი. სერიოზულად შეხედეთ ფინანსურ წინადადებებს, რომლებსაც ახლა შემოგთავაზებენ და კარგ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. შაბათ-კვირას შესაძლოა მოულოდნელად ძველ მეგობრებს ან ახლობლებს შეხვდეთ.

სასიკეთო დღეები: 18, 21.

არასასიკეთო დღე: 16.

 

კურო

საკუთარ თავზე იმაზე მეტს ნუ აიღებთ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. დიდი ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც თქვენ გარშემო ხდება. ისწავლეთ დელეგირება, სხვებსაც გადააბარეთ საქმეების ნაწილი, რათა არ „გადაიწვათ“. ფრთხილად იყავით საკუთარი ფულის ინვესტირებასთან დაკავშირებით, რადგან შეიძლება გარიგება წარუმატებელი აღმოჩნდეს. შაბათ-კვირას ქალაქიდან გადით, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება!

სასიკეთო დღეები: 16, 20.

არასასიკეთო დღე: 15.

 

ტყუპი

მოსალოდნელია ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში, რაც უკეთესობისკენ იქნება მიმართული. გელოდებათ აქტივობის ზრდა ინტელექტუალურ სფეროში, არასტანდარტული მიდგომა საშუალებას მოგცემთ, ნებისმიერ პრობლემას გაუმკლავდეთ. ახლა მტკიცე ნაბიჯით მიდიხართ თქვენი ოცნებისკენ. ვარსკვლავები კარიერაშიც და სიყვარულშიც წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე: 17.

 

კირჩხიბი

მოგეჩვენებათ, რომ არაფერს აკეთებთ. ეს ნაწილობრივ სიმართლეა. ეცადეთ უფრო ენერგიული იყოთ და  მეტი გააკეთოთ. ბავშვებს შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება დასჭირდეთ. მზად იყავით, რომ ზოგიერთი საქმე გვერდზე გადადოთ. ჯანმრთელობის საკითხებში უმჯობესია თავი დაიზღვიოთ. რისკის ქვეშ თქვენი ყელი და ყურებია!

სასიკეთო დღეები: 15, 20.

არასასიკეთო დღე: 21.

 

ლომი

ამ პერიოდის განმავლობაში სასიამოვნო ცვლილებები გელით – ეს ნამდვილად დაიმსახურეთ! გაითვალისწინეთ, რომ ეს კვირა მნიშვნელოვანი შეხვედრების დროა. კვირის ბოლოს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შეიძლება გადამწყვეტი მომენტი დადგეს. გადახედეთ ურთიერთობას და ყველაფერი ისე მოაგვარეთ.

სასიკეთო დღეები: 16, 18.

არასასიკეთო დღე: 20.

 

ქალწული

ეს კვირა პროდუქტიული პერიოდია.  უფრო მეტიც, სახლში არაფრის დრო არ გექნებათ, სამსახურში კი, პროფესიულ სფეროში, ძალიან წარმატებული ატმოსფეროა აქტიური მოქმედებებისთვის და გარანტირებულია კოლეგებისა და მეგობრების დახმარება. ვარსკვლავები გირჩევენ, შაბათ-კვირა ბუნებაში გაატაროთ, ეს სიმშვიდით და დადებითი ენერგიით აგავსებთ.

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 18.

 

სასწორი

რატომ არ უწყობთ საყვარელ ადამიანს რომანტიკულ სიურპრიზს? ის ამას ნამდვილად დააფასებს! საინტერესო მოგზაურობის, კარიერული ზრდის და პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებების დიდი ალბათობა არსებობს. ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში შეიძლება წარსულიდან გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც ემოციების ქარიშხალს გამოიწვევს თქვენში. აკონტროლეთ საკუთარი თავი. უმჯობესია ახლა აქტიურად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 16, 19.

არასასიკეთო დღე: 20.

 

მორიელი

თანხა, რომლის მიღების იმედიც აღარ გაქვთ, მოულოდნელად გამოჩნდება. დახარჯეთ ის გონივრულად! პრობლემებზე არ იდარდოთ, რადგან თქვენი ცხოვრება მკვეთრად იცვლება უკეთესობისკენ. შეიძლება ისეთი მოგზაურობები გქონდეთ, რომლებიც ადრე არ დაგიგეგმავთ. დათანხმდით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე დასვენებას ეხება. ახლა ჯობია დიეტა არ დაიცვათ – შეიძლება ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოთ.

სასიკეთო დღეები: 16, 19.

არასასიკეთო დღე: 20.

 

მშვილდოსანი

იმედს ნუ დაკარგავთ, თუ ყველაფერი ისე არ წარიმართება, როგორც გსურთ. არჩეულ გზას ნუ გადაუხვევთ და მალე მიხვდებით, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. პირად ცხოვრებაში ფრთხილად უნდა იყოთ: გარშემო ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანია. არჩევანის გაკეთებამდე ასაჯერ დაფიქრდით. ეს პერიოდი ხელსაყრელია საქმიანი შეხვედრებისთვის.

სასიკეთო დღეები: 16, 20.

არასასიკეთო დღე: 21.

 

თხის რქა

თუ ამ დღეებში ვინმესთან იკამათებთ, შეეცადეთ, რაც შეიძლება მალე მორიგდეთ. ახლა რაც არ გჭირდებათ, ზუსტად გაჭიანურებული კონფლიქტია. სამსახურში რთული ამოცანის წინაშე დადგებით. სანამ დათანხმდებით, საკითხის დადებითი და უარყოფითი მხარეები კარგად აწონ-დაწონეთ. შაბათ-კვირას დაისვენეთ!

სასიკეთო დღეები: 18, 19.

არასასიკეთო დღე: 21.

 

მერწყული

ამ კვირაში შესაძლებელია მნიშვნელოვანი საქმეები დაასრულოთ. ერთადერთი, სტრესი და შფოთვა არის ის, რამაც შეიძლება ახლა ხელი შეგიშალოთ. შეეცადეთ, მღელვარებას არ აჰყვეთ. ამ პერიოდის შეხვედრები იქნება ძალიან სასიამოვნო და ზოგიც მნიშვნელოვანი. ნუ იტყვით უარს, თუ სტუმრად მიგიპატიჟებენ – დროს საინტერესოდ გაატარებთ!

სასიკეთო დღეები: 20, 21.

არასასიკეთო დღე: 15.

 

თევზები

ახალგაზრდა თაობა მთლიანად კონტროლიდან გამოვა. თუ შვილები გყავთ, უნდა მოითმინოთ! მარტოხელა თევზებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მათი სურვილიცაა. სამსახურში დატვირთული კვირა გელით. შაბათ-კვირას რაც შეიძლება დიდი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე!

სასიკეთო დღეები: 8, 20.

არასასიკეთო დღე: 17.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close