ეკონომიკა

ქართულმა ღვინომ იაპონიაში 13 ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა

სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ 13 ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა. წელს საკონკურსო ღვინოები186-მა იაპონელმა ქალბატონმა შეაფასა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „საერთაშორისო კონკურსი Sakura Award მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მერვედ ჩატარდა. მასში 32 ქვეყნის 4 000-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იყო იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალებით – სომელიეებით, მწერლებითა და ჟურნალისტებით.

წელს საკონკურსო ღვინოები 186-მა იაპონელმა ქალმა შეაფასა. იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ აქტივობებს 2014 წლიდან ახორციელებს. 2021 წლის მსგავსად, გასულ წლებში სხვადასხვა ქართულ ღვინოს „საკურას“ კონკურსზე არაერთი უმაღლესი ჯილდო აქვს მოპოვებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ისე, ზოგადად, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის ღვინის ბაზარზე.

🇬🇪🍷ქართული ღვინის მორიგი წარმატება იაპონიაში:
სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინოებმა, პრესტიჟულ საერთაშორისო…

Posted by ღვინის ეროვნული სააგენტო / National Wine Agency of Georgia on

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close