მსოფლიო
TIMES-ი: ჩინეთში შესვლის მსურველებს ანალური ნაცხის აღებას აიძულებენ
ჩინეთში შესვლის მსურველები ვალდებულნი არიან ანალური ნაცხი აიღონ. ამის შესახებ გამოცემა Times-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კორონავირუსის გამოსავლენად ადგილობრივი ხელისუფლება ამ მეთოდს უფრო საიმედოდ მიიჩნევს, ვიდრე ცხვირიდან ან ხახიდან ნაცხის აღებას.
ანალური ნაცხის ასაღები პუნქტები პეკინისა და შანხაის აეროპორტებშია მოწყობილი. კორონავირუსზე ტესტირების ახალი მეთოდი ჩინეთში იანვრის ბოლოს შემოიღეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანალური ნაცხის აღება ამერიკის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებსაც კი აიძულეს, რაც პეკინმა კატეგორიულად უარყო.
imedinews.ge
კომენტარები