ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

ესპანეთის სანაპიროსთან კოკაინით სავსე გემზე ოთხი ქართველი დააკავეს

საქართველოს ოთხი მოქალაქე ახლა ბარსელონის ციხეში იმყოფება და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. მათ ინტერესებს სახაზინო ადვოკატები იცავენ.

რამდენიმე დღის წინ ესპანეთის წყლებში დაკავებულ გემზე, რომელსაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკები გადაჰქონდა, ქართველებიც იმყოფებოდნენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

სპეცოპერაცია, სახელად „ბოკანეგრა“ ესპანეთის სამართალდამცველებმა პალაუს რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ გემზე 22 თებერვალს ჩაატარეს. ადგილობრივი საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკოდანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სქემა გაიშიფრა. ამოღებულია 3 ტონა კოკაინი, რომლის ღირებულებაც შავ ბაზარზე დაახლოებით 150 მილიონ ევროს აღწევს.

სპეცოპერაციის შედეგად გემ „ნეჰირის“ ეკიპაჟის ცხრა წევრი დააკავეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მათგან ოთხი საქართველოს, ხუთი კი თურქეთის მოქალაქეა. ბარსელონის ციხეში გადაყვანამდე ქართველმა მეზღვაურებმა ოჯახის წევრებთან დაკავშირება მოახერხეს.

ესპანური მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ბორტზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ, ეკიპაჟის წევრებმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად გემის ჩაძირვა გადაწყვიტეს.

ჯერ ოფიციალურად არ არის ცნობილი, იცოდნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეებმა, რა ტვირთი გადაჰქონდათ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო საზღვაო გემით. მათ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ ეკიპაჟის წევრებმა ტანკერი ჩაძირეს.

დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, კოკაინით დატვირთული ტანკერიდან ნარკოტიკი მცირე გემებით ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში უნდა გადაეზიდათ.

დაკავებული ქართველების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. მათი ინფორმაციით, საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა დაკავებულების ინტერესების დამცველებთან და მათი ოჯახის წევრებთან.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომაც დაადასტურა. მათი განცხადებით, ესპანეთის სამეფოს საელჩოდან მიღებული დადასტურებული ინფორმაციით, გემი ჩაიძირა ესპანეთის სანაპიროსთან და გემის ეკიპაჟი, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები დაკავებულები არიან ესპანეთის სამართალდამცავი უწყების მიერ.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close