სპორტი

კახა კალაძეს „მილანმა“ დაბადების დღე სპეციალური ვიდეოთი მიულოცა

თბილისის მერს, ყველაზე ტიტულოვან ქართველ ფეხბურთელს კახა კალაძეს მილანურმა კლუბმა დაბადების დღე სპეციალური ვიდეოთი მიულოცა. იტალიურმა გრანდმა საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნისთვის მილოცვა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

იტალიური კლუბის ვეტერანი ცენტრალური მცველი 27 თებერვალს 43 წლის გახდა.

კახა კალაძემ კარიერის საუკეთესო წლები იტალიური გუნდის შემადგენლობაში გაატარა და ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა.

„მილანთან“ ერთად კახამ იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო. კიდევ უფრო წარმატებული იყო საერთაშორისო ასპარეზზე: ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ევროპის სუპერთასი და ერთხელ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველზე ძვირადღირებული სპორტსმენი  „მილანმა“ კიევის „დინამოდან“  16 მილიონ ევროდ შეიძინა.

ქართველი ფეხბურთელი „მილანის“ ღირსებას 2001-2010 წლებში იცავდა.

„მან „როსონერის“ რიგებში 284 მატჩი ჩაატარა. დღეს კახა კალაძეს 43 წელი შეუსრულდა და ის კვლავ ისეთივე ძლიერია“, – ნათქვამია „მილანის“ ოფიციალურ მილოცვაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close