საზოგადოება

დღეს ნუცა მომიკვდა… ყოველ წელს, ამ დღეს შვილი თავიდან მიკვდება – მაია ასათიანის ემოციური „სთორი“

თოქშოუ „პროფილის“ წამყვანმა მაია ასათიანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა ფოტო და აღნიშნა, რომ ყოველ წელს ამ დღეს ახლიდან უკვდება შვილი.

22 თებერვალს ნუცას გარდაცვალებიდან  ოთხი წელი გავიდა.

🥺

Posted by Georgian stars on ორშაბათი, 22 თებერვალი, 2021

ტელეწამყვანის ერთადერთი შვილი, 18 წლის ნუცა მახვილაძე საფრანგეთში მენინგოკოქცემიის დიაგნოზით გარდაიცვალა. გოგონა საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში მიიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. იგი საფრანგეთში სწავლობდა.

მშვენიერი და ყველასათვის საყვარელი ნუცა მაია ასათიანს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. მაია ასათიანმა სახლში შვილის ფოტოების ნაცვლად უთბილესი ნახატები ჩამოკიდა. ნახატებზე ნუცა და მისი ციმბირული ჰასკი „დუდი“ არიან აღბეჭდილნი. ნახატების ავტორი ნინო ჩაკვეტაძეა. ნუცა, როგორც აღმოჩნდა, ხატვაშიც ნიჭიერი იყო. ხატვა 7-8 წლის ასაკში დაიწყო და მაიამ ქალიშვილი ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ მხატვართან მიიყვანა. მეგობრობა მათ შორის ამის მერე დაიწყო. ნუცას გარდაცვალების შემდეგ კი ნინო ჩაკვეტაძემ ნუცა და მისი საყვარელი ძაღლი „დუდი“ ერთად დახატა და მაია ასათიანს უსახსოვრა.

ჟურნალისტი შვილის  გარდაცვალების შემდეგ ტელევიზიაში სამუშაოდ დაბრუნდა. მაია ასათიანმა პირად ტკივილთან გამკლავება საყვარელი საქმის კეთებით გადაწყვიტა და საკუთარი სიძლიერე კიდევ ერთხელ გამოავლინა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close