fbpx
იტალიამიგრაციასაზოგადოება

იტალიის ქალაქ ბარიში ქართველ ემიგრანტ ქალებს თავს დაესხნენ – „სტრანიერები ხართ, უუფლებოები, ვერ დარეკავთ კარაბინერებთანო…“

იტალიაში ქართველ ემიგრანტ ქალებს თავს ადგილობრივი ახალგაზრდები დაესხნენ. ლელა ლაჩაშვილი საღამოხანს ქალაქ ბარის ისტორიულ ნაწილში მეგობარ ქალთან ერთად სეირნობდა, მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს – ამის შესახებ ფეისბუქგვერდზე „ქართული დიასპორა იტალიაში“ ადმინისტრატორის, ლელა ლაჩაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში წერია.

პოსტიდან ირკვევა, რომ თავდასხმა რასისტული ხასიათის იყო. „სტრანიერები (უცხოელები – იტ.) ხართ, უსაბუთოები, ვერ დარეკავთ კარაბინერებთან, რადგან თავად დაგიჭერენ“, – მიაძახა ბიჭმა ქალს, რომელიც კარაბინერებთან დარეკვით დაემუქრა მოძალადეებს.

„გუშინ, მეგობარი ქალბატონი ერთი დღით ქალაქ ბარში ჩამოვიდა. მთელი დღე ერთად გავატარეთ, საღამოს (18:00 სთ.) წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში მივედით. იქიდან კი ფეხით „ბარი ვეკიას“ (ქალაქის ისტორიული ნაწილი) დავუყევით. ბნელოდა, გზად ერთ კათოლიკურ ეკლესიასთან ჩემს მეგობარს თავში ტყავის ბურთი მძიმედ მოხვდა. რა თქმა უნდა, იქ მოთამაშე მოზარდების დადანაშაულება არც მიფიქრია. ასე ხშირად ხდება, რომ შემთხვევით ბურთს მოგარტყამენ და მერე მოგიბოდიშებენ… სანამ მე მეგობარს ვამშვიდებდი, სრული ტანის ბიჭი ჩვენს წინ შედგა და ჩემს მეგობარს ჰკითხა: „გეტკინა?“ – მან უპასუხა კი, მეტკინაო, ჩემი არ იყოს, ისიც ბოდიშის მოხდას ელოდა და ის იყო, გზა უნდა გაეგრძელებინა, რომ ცრემლიანი თვალებით ბიჭს ახედა. აქ მოხდა ის, რამაც წერილის დაწერა გადამაწყვეტინა…

ბიჭი დაიხარა, ბურთი აიღო და იმდენად მოულოდნელად ესროლა სახეში ჩემს მეგობარს, რომ ხელების აფარებაც ვერ მოასწრო. სათვალე კი, რომლის გარეშე ვერ ხედავს, მოსძვრა და ძირს დავარდა. ბიჭი სათვალეს ფეხით შედგა. რაც შევძელი, ის იყო, რომ მინაამოგდებული სათვალე გამოვაცალე და ვეცი ტელეფონს, კარაბინერებთან (პოლიციელებთან) ვრეკავ-მეთქი. მობილური ხელიდან გამაგდებინეს, ჩემს მეგობარს ჩანთაზე ეკიდებოდნენ და დაგეშილი ლეკვებივით გარშემო გვივლიდნენ.

მსუქანი ბიჭი, სავარაუდოდ, მათი „ატამანი“ მკაფიოდ გამოთქვამდა შემდეგი შინაარსის ფრაზებს: „უცხოელები ხართ, უსაბუთოები, ვერ დარეკავთ კარაბინერებთან, რადგან თავად დაგიჭერენ“. გაქცევა შესაძლებელი იყო, მაგრამ ვერ გავრბოდით, ეს იმდენად შემაძრწუნებელი იყო. ხმამაღლა ვეძახდი კარაბინერებს. ამან გაჭრა, ჩაბნელებულ ვიწრო ქუჩაზე მიიმალნენ. ვისხედით ეკლესიის კიბეებზე, მეგობარს თავი სტკიოდა, მე ტელეფონის წართმევისას ნატკენი მუხლი… შესაძლებელი იყო, ისინი უკან დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ იმდენად მძიმე იყო შეურაცხყოფა, დამცირების ატანა, იმ ადგილს ვერ ვტოვებდით და გაოგნებულებს ნატკენზე მეტად, სული და თავმოყვარეობა გვტკიოდა.

ეს სიტყვები „სტრანიერების“ (უცხოელების) უუფლებობის შესახებ ამ ბიჭებს ხომ ოჯახში ჰქონდათ მოსმენილი, რომელსაც ასე საგულდაგულოდ და ზიზღით გვიმეორებდნენ. აი ესაა პრობლემა, რატომ უნდა სძულდეთ ადამიანები, ვინც მათ ბებიებს, ბაბუებს, დედებს, ბიძიებს სიცოცხლეს უხანგრძლივებენ და უვლიან?! – წერს ლელა ლაჩაშვილი.

ამის შემდეგ იგი იტალიაში საქართველოს კონსულთან, ვახტანგ ანდღულაძესთან ერთად ქალაქ ბარის პოლიციაში იმყოფებოდა. ლელა ლაჩაშვილის განცხადების საფუძველზე, მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყეს. პოლიციამ ოპერატიული რეაგირება მოახდინა და დაზარალებულ ქართველ ქალთან ერთად შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, სადაც სათვალთვალო კამერებიც არის განთავსებული. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

წყარო: primetime.ge

ქალბატონმა ლელამ დღეს nostal.ge-ს უთხრა, რომ მომხდარზე საჩივარი გუშინ შეიტანეს.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, მის მეგობარ ქალბატონს დღეს (შემთხვევიდან მესამე დღეს) დაეწყო თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, ღებინების შეგრძნება… „ასე სცოდნია ტვინის შერყევას მესამე დღეს. ტარანტოში, ბინაში წევს უმუშევარი, გოგოების იმედად. ძალიან ვნერვიულობ, ღმერთმა ნუ ქნას, რაიმე გაურთულდეს“, – წუხს ქალბატონი ლელა.

ლელა ლაჩაშვილის ფეისბუქპოსტი იტალიურ ენაზეც გავრცელდა (ლელა ზვიადაურის თარგმანი):

Odio verso uno straniero o cattiva educazione ⁉️

Ieri un’amica è venuta a Bari per un giorno, abbiamo passato insieme l’intera giornata e la sera (verso le 18) siamo salite dalla riva del mare alla chiesa di San Nicola. Ci siamo fermate al tempio per mezz’ora e siamo andate a Bari Vechia per Via Sparano. Era una serata insolitamente calda di febbraio, soprattutto il tempo aiutava a mantenerci dell’umore giusto. Non ricordo vicino quale chiesa cattolica abbiamo camminato, aveva le scale davanti e una piccola piazza con delle piastrelle.

Si stava facendo buio, ma abbiamo subito notato i ragazzi che giocavano con la palla davanti a noi. Ci siamo avvicinate conversando tra noi che all’improvviso una palla di cuoio pesante ha colpito la mia amica sulla schiena. Mi sono fermata e ho cercato di calmarla, ovviamente non pensavo di incolpare i ragazzi … Capita spesso che colpiscano accidentalmente con la palla e poi si scusino con te.

calmavo la mia amica, un adolescente alto e adulto si è messo di fronte a noi guardando dall’alto e ha chiesto alla mia amica: ti fa male? La mia amica rosponde: si! Credevamo che il ragazzo volesse scusarsi, poi quel che è successo mi ha convinto di scrivere l’accaduto. Il ragazzo si chinò sopra, raccolse la palla e la lancio direttamente in faccia alla mia amica. È successo così all’improvviso che non si è riuscita nemmeno a coprirsi il viso con le mani, gli occhiali senza i quali non poteva vedere cadde, il ragazzo cicciottelo si avvicinò agli occhiali e cammino sopra.

Io quel che potevo fare era togliere il vetro dalle scarpe e cercando di chiamare i carabinieri. Li hanno buttato anche il telefono dalla mano della mia amica, si sono aggrappati alla sua borsa e ci hanno camminato sopra come i cuccioli del cane su un uomo.

Il cicciottelo probabilmente “atamano” di questa banda pronuncio in modo abbastanza chiaro questo contenuto: “Siete stranieri , senza documenti, non potete chiamare i carabinieri, sarete scoperti” e c’era un terribile disgusto nei suoi occhi.

È stata una storia così sconvolgente che anche se non potevamo scappare (o meno) siamo scappate, mi sono messo il telefono rotto in tasca e abbiamo iniziato a gridare forte, chiamando a voce i carabinieri. Questo forse gli mise paura e si sono nascosti nella luce fioca.

Eravamo sedute sulle scale di cemento della chiesa, la mia amica scuoteva la testa, io ero inginocchiata al telefono, la possibilità era di voltarmi di nuovo, ma umiliazione la violenza era così grave, non potevo sopportare e terrorizzata dal accaduto non riuscivamo realizzare cosa ci faceva più male: corpo o l’anima.

Questi bambini sicuramente hanno sentito in famiglia tutto questo odio verso gli stranieri oppure secondo loro noi siemo senza i diritti! Perché devono odiare noi “stranieri” (che ci hanno ripetuto così diligentemente e con disgusto), che prendiamo cura di loro nonni, madri zii, etc.. ma un tale odio verso le donne straniere, anch’esse vulnerabili, deve essere giustificato.

Ci sono italiani nel gruppo e spero una conoscenza comune delle loro famiglie (probabilmente vivono a Bari Vecchia). mi piacerebbe molto sentire dai loro genitori che genere di ragazzi crescono , inevitabilmente questo ragazzi saranno violenti verso loro Madri, nonni, zii, mogli… e questo diventerà il loro problema anni dopo, quando dovranno vivere accanto agli uomini del genere. Allora probabilmente sarò con i miei ragazzi in Georgia, che loro non alzerebbero nemmeno un dito all’ultima donna di strada, perché gli insegno fin dall’infanzia: “Quando un uomo tocca una donna, la sua virilità finisce qui”.

P.S. Per favore sii corretto nei commenti, esprimi la tua opinione senza parole oscene. Il fatto che non avessi provato a chiamare la polizia non significava che avessi paura, (proteggiamo la legge ❗❗❗) Pensavo solo che la ragazza scuotendo la testa, avesse una commozione cerebrale, non poteva vedere senza gli occhiali e dopo un po ‘l’ottica chiudeva, le ho preso gli occhiali e ho cercato di portarla a casa a letto. Tuttavia, non lascerò questa storia così, non voglio parlare in anticipo.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close