მოგზაურობაკრიმინალი
ევროპოლი მოგზაურებს კორონავირუსზე ყალბი დოკუმენტებით ვაჭრობის შესახებ აფრთხილებს
ევროპის პოლიციის სამსახური (ევროპოლი) მოგზაურებს კორონავირუსზე უარყოფითი პასუხის ყალბი სერტიფიკატების შესახებ აფრთხილებს, – ამის შესახებ France 24 წერს.
ევროპოლის ინფორმაციით, დამნაშავეთა ჯგუფები აეროპორტებთან მგზავრებს ყალბი დოკუმენტის სანაცვლოდ, 40-დან 300 ევრომდე საფასურს სთხოვენ.
სამსახური მოუწოდებს მოგზაურებს, არ ითანამშრომლონ პირებთან, რომლებიც სხვადასხვა ფასად ყიდიან ყალბ დოკუმენტაციას და მსგავსი ქმედების შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, სამართალდამცველებთან ითანამშრომლონ.
imedinews.ge
კომენტარები