fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ზვავის ქვეშ მოყოლილი წყვილი ძაღლებმა გადაარჩინეს

საჰაერო სამაშველო სამსახურმა REGA-მ ზვავის ქვეშ მოყოლილი ორი ადამიანი გადაარჩინა. მათი ყურადღება ძაღლების ყეფამ მიიპყრო. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

შვეიცარიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ავერის ხეობაში, იტალიის საზღვართან ახლოს, სანკტ-მორიცის რაიონში ზვავმა ორი ადამიანი საფეხმავლო ბილიკიდან ჩაიტანა. ინციდენტი დღის სამ საათზე მოხდა. მათმა ძაღლებმა, რომლებმაც შეძლეს ზვავისთვის თავი აერიდებინათ, ხმამაღლა დაიწყეს ყეფა. ასე ისინი დახმარებას ითხოვდნენ.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან მოშორებით იყვნენ და ზვავი არ დაუნახავთ, ჰყვებიან:

„მათი ძაღლები, რომლებიც თოვლის მასის ქვეშ მოყოლას გადაურჩნენ, ხმამაღლა ყეფდნენ და ყურადღება მიიპყრეს“.

შემთხვევიდან 15-20 წუთის შემდეგ REGA-ს მაშველები ზვავის ჩამოწოლის ადგილას მივიდნენ და შეამჩნიეს თოვლის ქვეშ დამარხული ერთი ადამიანის ხელი, მეორე კი არ ჩანდა, მთლიანად თოვლით იყო დაფარული.

მაშველებმა ორივე მალე გაათავისუფლეს თოვლის ტყვეობიდან. დაზარალებულებს მსუბუქი ჰიპოთერმია და უმნიშვნელო ტრავმები აღენიშნებოდათ.

წყვილი, რომელიც ძაღლებმა უეჭველი სიკვდილისგან იხსნეს, REGA-ს ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close